კახა ოქრიაშვილი Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე: „ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა!“

კახა ოქრიაშვილი Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე: „ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა!“

access_time2023-02-15 15:15:26

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი Inter Rao - სთან წაგებულ დავას  ეხმიანება. „კომერსანტი“ კახა ოქრიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


„საქართველომ Inter Rao-სთან, სტოკჰოლმში, საარბიტრაჟო დავა წააგო და 112 მილიონი დოლარის (დაახლ. 300 მილიონი ლარის) გადახდა დაეკისრა.


ვინ იხდის ამ ფულს? რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა!


საქართველოს ბიუჯეტი ივსება რამდენიმე გადასახადით, რომელთაგან სამი მათგანი არის უმთავრესი:


1. დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელსაც იხდის მოსახლეობა, როცა ყიდულობს ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის, საკვებს, საცხოვრებელს და ა.შ. (18 %)


2. საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდის საქართველოში დასაქმებული თითოეული მოქალაქე. (20%)

3. აქციზი, რომელიც პირველ რიგში, ეხება ენერგომატარებლებს და თამბაქოს ნაწარმს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფია მსოფლიოში და საქართველოში და ამიტომაც ღირს საწვავი ასე ძვირი.

 

ახლა ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა! მომავალში, კიდევ ბევრ საარბიტრაჟო დავას წააგებს ჩვენი ხელისუფალი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ, თავისი მილიარდებიდან არაფერს გადაიხდის, ძვირფასო მოსახლეობავ!   

 

რატომ დაგვაჯარიმეს, როგორ მოხდა, რომ დაგვაჯარიმეს?! ეს იმის შედეგია, რომ ბატონმა ივანიშვილმა სრულად არაკომპეტენტური, განათლების არმქონე, მაგრამ როგორც უწოდებენ,  „უძლიერესი“ მენეჯერი დანიშნა ენერგეტიკის მინისტრად. ეს ერთეული შემთხვევები არ არის და შეგახსენებთ  ე.წ. ავტობუსების საქმეს.

 

როცა ხელისუფლება შეიცვლება, დავითვლით, ბატონ ივანიშვილს და მის მიერ დასმულ ქურდ-ბაცაცებს რამხელა ზარალი აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული, როგორც პირდაპირი ქურდ-ბაცაცობით, ისე საკუთარი არაკომპეტენტურობით და შედეგად, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მთელ ქონებას დაუყადაღებს!“  წერს კახა ოქრიაშვილი. 


NS 

 

     

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up