კახა ოქრიაშვილი: „ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა“

კახა ოქრიაშვილი: „ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა“

access_time2022-05-30 21:15:02

პატრია “პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძეს ორშაბათის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პოლიტიკოსი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მმართველი პარტიის ლიდერის პოზიციას აკრიტიკებს. „კომერსანტი“ უცვლელად ავრცელებს კახა ოქრიაშვილის განცხადებას:


„ირაკლი კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ ცხადყო: „ქართულ ოცნებას“ არ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა. ამ მოცემულობას წინასწარ აჩვევენ საზოგადოებას და ცდილობენ, გადააბრალონ ოპოზიციას, რომელიც კობახიძის თქმით, ისეთი სუსტია, რომ თითქმის არ არსებობს.


საქართველოს მოსახლეობის 92%-ს სურს, ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში და მხოლოდ 2%-ს არ სურს. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. რატომ?! პასუხი ერთადერთია: „ოცნების“ დამფუძნებელი არის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მოკავშირე და ამაშია პარადოქსი - ჩვენი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას გეზი აქვს ევროკავშირისკენ, ხელისუფალს - რუსეთისკენ.


რას ითხოვს ევროკავშირი „ქართული ოცნებისგან“, როგორც ხელისუფლებისგან:



• სასამართლო რეფორმა
• საარჩევნო რეფორმა
• მედიის თავისუფლება
• პოლიტპატიმრების გათავისუფლება
• დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება
• ოპოზიციური პარტიებისთვის განვითარების საშუალება
• ენჯეო სექტორის ხელშეუხებლობა
• პოლიტიკური კონკურენციის გახსნა
• კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება
• კრიმინალთან, მათ შორის, საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლა
• კრიმინალის გამორიცხვა საარჩევნო პროცესებიდან
• მიტაცებული სახელმწიფო სტრუქტურების დიქტატისგან გათავისუფლება


ეს ჩამონათვალი გრძელია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენგან ითხოვენ ქვეყნის დემოკრატიზაციას ყველა მიმართულებით.


„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ დემოკრატიის პირობებში, მყისიერად დაკარგავს ხელისუფლებას და მას მოუწევს პასუხისგება ახალი დემოკრატიული სასამართლოს წინაშე, რისიც ეშინია. ამ შიშის გამოვლინებაა პანიკით აღსავსე კობახიძის ბრიფინგები.


მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - „ოცნება“ არ არის ქართველი ხალხი და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. გთხოვთ, მოგვანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც ქვეყანას, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, უკვე ათწლეულია, სურს გახდეს ევროპის ნაწილი.


ჩვენი მხრიდან, ვდებთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რათა შევასრულოთ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი ყველა პირობა!“, – წერს კახა ოქრიაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up