კახი კალაძემ თეა გოდოლაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა

კახი კალაძემ თეა გოდოლაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა

access_time2021-08-30 14:30:50

„დამოუკიდებელ სპეციალისტებს ვერ დავარქმევდი ამ ადამიანებს. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკური სპეკულაციებში იყვნენ სამწუხაროდ. თქვენ გახსოვთ ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა პირველივე დღიდან. სამწუხაროა, რომ როდესაც ასეთი პრობლემები ხდება ქალაქში, ჩნდებიან ამ ტიპის და ამდაგვარი ადამიანები“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახი კალაძემ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გახსნისას მედიასთან საუბარში განაცხადა.

მერი, პირველ რიგში, გულისხმობდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს, რომელიც ვაშლიჯვრის პრობლემის პირველივე დღიდან, საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ყველა გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიციით გამოდიოდა.

გოდოლაძე, ამ შემთხვევაშიც, მერიის გადაწყვეტილების წინააღმდეგია და ამბობს, რომ მეწყერსაშიში უბნების უსაფრთხოდ გადაქცევა, არის გამორიცხული თემა, გამაგრების მიუხედავად.

გამაგრებითი სამუშაოები არასოდეს არ არის 100 %-იანი. ეს ყოველთვის კეთდება ალბათური შეფასებით, რომ ვთქვათ 10, 20, 30 % -ია იმის ალბათობა, რომ მეწყერი კვლავ საშიში გახდეს. მეწყრის, მეწყრული პროცესის შეკავება, ან გაჩერება, ეს არის წარმოუდგენელი ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს. ეს უბანი არის მეწყერსაშიში და მით უმეტეს, არის უხეში ჩარევა მომხდარი. რამდენად შეაკავეს, როგორ გააკავეს და რამდენად უსაფრთხოა, თავად შემსრულებელმა უნდა იმსჯელოს ამაზე და ეს მისი პირადი პასუხისმგებლობა არის“, – აღნიშნავს, გზის გახსნის შემდეგ, თეა გოდოლაძე.


კახი კალაძე კი მადლობას უხდის ყველას, ვინც ვაშლიჯვრის გზის პრობლემის მოხსნისას დედაქალაქს თანადგომა გამოუცხადა.

„რაც შეეხება ნამდვილ ექსპერტებს, სპეციალისტებს, მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს ჩემი პირადი მხარდაჭერაა, ან მერიის მხარდაჭერაა. ეს არის ქალაქის მხარდაჭერა და თანადგომა. რთული მდგომარეობები არსებობს ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში. შესაბამისად, იქ ხდება გაერთიანება პრობლემების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მერმა მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისას მედიასთან საუბარში. bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up