კელი დეგნანი: როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ლიდერები მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და ერთად იმუშაონ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად

კელი დეგნანი: როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ლიდერები მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და ერთად იმუშაონ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად

access_time2022-09-15 23:00:00

მე ვნახე ქართველი პოლიტიკური ლიდერები ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ორჯერ როგორ დასხდნენ ერთად მოსალაპარაკებლად. ვუსმენდი როგორ მკაფიოდ გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციებს, როგორ საუბრობდნენ წითელ ხაზებზე, როგორ მართავდნენ მოლაპარაკებებს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გეგმაზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ლიდერებს შეუძლიათ ამის გაკეთება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტისა და პარლამენტში არშესვლის გზა აირჩია.


„იმედს ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევაში, როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და რეალურად იმუშაონ ერთად ამ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად. ახლა საქართველოს დღის წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველაზე პროდუქტიული დისკუსიები, რომლის მოწმეც გავხდი სატელევიზიო კამერებს მიღმა, არასაჯარო გარემოში გაიმართა. მიმაჩნია, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად ალბათ უფრო კონსტრუქციული იქნება მეტი მსგავსი შეხვედრა და ნაკლები კამათი კამერების წინ. გაცილებით ადვილია ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის პოზიციების და წითელი ხაზების გაგება, როცა კამერის წინ არ ხარ. ვფიქრობ, პარტიებს რეალურად აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა.



წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ცხრა პარტია აირჩიეს, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი ხმა და უფრო მეტი პოზიცია ყოფილიყო პარლამენტში, ვიდრე მხოლოდ ორი. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან ჯანსაღი მოვლენა იყო. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი მიიჩნევდა ამას საპარლამენტო არჩევნების უდიდეს მიღწევად. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტისა და პარლამენტში არშესვლის გზა აირჩია. შეერთებული შტატების პოზიცია თავიდანვე აშკარა იყო. ჩვენ მოვუწოდებდით ყველა პარტიას შესულიყვნენ და ემუშავათ პარლამენტში. საქართველომ შექმნა პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. ეს გახლდათ შესაძლებლობა აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყენებინათ არსებული პრობლემების განსახილველად და წარმოედგინათ პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდა. ახლაც ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ ესაა საქართველოს მომავალი. ვფიქრობ, პარტიებს ამისათვის მოუწევთ ერთად დაჯდომა, მმართველმა პარტიამ არ უნდა მოახდინოს იმ ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია, რომლებიც მოხვდნენ პარლამენტში; ხოლო ოპოზიცია უნდა იყოს და კონსტრუქციულად მუშაობდეს პარლამენტში. მე მისაუბრია ყველა პარტიის წარმომადგენელ მიზანდასახულ პარლამენტართან, რომლებსაც ნამდვილად სურთ შეუდგნენ საქმეს პარლამენტში და გამოიყენონ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც თქვენმა ქვეყანამ შექმნა. საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქართველი პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის მუშაობდნენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up