კენიის პარლამენტში ბაობაბების საქმეზე გამოძიება დაიწყეს

კენიის პარლამენტში ბაობაბების საქმეზე გამოძიება დაიწყეს

access_time2023-04-11 12:30:57

კენიის ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის, სატყეო და სამთო კომიტეტის წევრებმა ივანიშვილისთვის ბაობაბების მიყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყეს  - ამის  შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასამბლეის წევრებმა უკვე დაიბარეს გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა ინსპექტირების სამსახურის და კენიის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები. კანონმდებლები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ და პროცედურულ დარღვევებზეც მიუთითებენ, თუმცა საქმეში მონაწილე ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ხეები გადაშენების პირას მყოფი სახეობა არაა და შესაბამისად, მათით ვაჭრობა შესაძლებელია.


გამოძიება კილიფის ოლქის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც Tezo MCA ტომ ჩენგომ ასამბლეას შუამდგომლობით მიმართა, რათა გაეგო, თუ როგორ ისარგებლებენ ადგილობრივები ამ  გარიგებით, აღსანიშნავია, რომ  ექვსი ბაობაბის ხე თეზოში, ხოლო ორი მაჯაონში, კილიფის ჩრდილოეთ ოლქში ამოძირკვეს.

 


საპარლამენტო კომიტეტმა, რომელსაც  ბარინგოს სამხრეთის დეპუტატი ჩარლზ კამურენი ხელმძღვანელობს, კილიფის ოლქის ასამბლეის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად სხდომაც გამართა, სადაც ითქვა, რომ პროცესში ჩართული სახელმწიფო სააგენტოები ცდილობენ დეტალები დამალონ და უკანონობა მიჩქმალონ. მათივე განცხადებით, სააგენტოებმა არ დაიცვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მოლაპარაკება ადგილობრივებთან უნდა აწარმოოს და პროცესში მათი რჩევები და წუხილები გაითვალისწინოს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პროცედურები დაარღვია და ინფორმაციის დამალვას ცდილობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაობაბებს კენიის ტერიტორია ჯერ არ დაუტოვებიათ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up