,,კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სადამფუძნებლო კონფერენციაზე.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ. დავით ნადირაშვილის განცხადებით, ,,საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, მოსალოდნელი კიბერსაფრთხეების თავიდან აცილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარებას. ღია და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნისთვის კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ნდობასა და ურთიერთპატივისცემას.
მონაწილეები გაეცნენ კიბერუსაფრხოების სფეროში საჯარო-კერძო თანამშრომლობის წესდებას და ეთიკის კოდექსს; აირჩიეს ორი თანათავმჯდომარე (საჯარო და კერძო სექტორებიდან). შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეები განიხილავენ და შეჯერდებიან პრობლემური საკითხებიდან საერთო და საუკეთესო გამოსავალზე.