კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილი

კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილი

access_time2022-10-17 13:25:30

უკრაინის ომი დღევანდელ დღეს, ევროპისთვის უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ევროპამ დღეს რუსეთის ნამდვილი სახე დაინახა. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ჩვენი ევროპის პარტნიორები რუსეთს სხვა თვალით უყურებდნენ და მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შეიძლებოდა მათთვისაც სანდო პარტნიორი ყოფილიყო, ამ თავისი ქმედებების მიუხედავად. უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა და ყველამ დაინახა თუ რა არის რუსეთის აგრესიის, რუსეთის იმპერიალური ხედვისა და ქცევის რეალური სახე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მთელი მსოფლიოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ არ შეიძლება, რომ აგრესიამ გაიმარჯვოს.


სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია კიდევ ერთხელ დაგმო.


„ჩემთვის დიდი პატივი არის დღეს აქ ყოფნა ამ ძალიან რთულ პერიოდში. პირველად 12 წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მოლდოვაში ვიზიტი ტარდება და ასეთი ვიზიტი ცხადია, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, თუ რაც ევროპაში, უკრაინაში ხდება, ძალიან ძნელია, რომ ჩვენ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით დავიწყოთ. მთავარი ჩვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის დღეს არის ის, რაც უკრაინაში ხდება. ეს ყველაფერი არის ის, რაც მიუღებელი არის თანამედროვე მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენი ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის.



რუსეთის აგრესია არის ერთის მხრივ, არა დღევანდელი დღის ამსახველი, ანაქრონიზმი არის დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც ომების საუკუნე და ტოტალიზებული საუკუნე იყო. ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის და ალბათ, მთლიანად მსოფლიოსთვის და ამიტომ არ შეიძლება, რომ აგრესიამ გაიმარჯვოს. არ შეიძლება რომ უსამართლობამ, არაადამიანურობამ გაიმარჯვოს.


ჩვენთვის, როგორც ქვეყანისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრი არის და კიდევ უფრო იმის შემდეგ, რაც რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მობილიზაცია გამოაცხადა, რაც რუსეთმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში რუსული პასპორტები დაარიგა და რაც რუსეთი მობილიზაციას აწარმოებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ეხება. ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რაც მათი ომი არანაირად არ არის.


კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთს მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით. მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ სწორედ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინის მიმართ იჩენს. განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო და მოლდოვა სრულიად უერთდება.


უკრაინის ომი დღევანდელ დღეს, ევროპისთვის უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ევროპამ დღეს რუსეთის ნამდვილი სახე დაინახა. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ჩვენი ევროპის პარტნიორები რუსეთს სხვა თვალით უყურებდნენ და მაინც ეგონათ, რომ რუსეთი შეიძლებოდა მათთვისაც სანდო პარტნიორი ყოფილიყო, ამ თავისი ქმედებების მიუხედავად. უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა და ყველამ დაინახა თუ რა არის რეალური სახე რუსეთის აგრესიის, რუსეთის იმპერიალური ხედვისა და ქცევის. დღეს ამ გამოწვევის გამო და უკრაინის და მისი ხალხის თავდადების და გაუტეხლობის მეშვეობით, ახალი შესაძლებლობების გზაც გაიხსნა. ევროპამ არა მხოლოდ რუსეთი დაინახა სხვანაირად, არამედ სხვანაირად დაინახა ჩვენი ქვეყნები,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up