კმაყოფილები ვართ რომ შედეგი არის ქალბატონი ნონას ინტერესებში - ადვოკატი

კმაყოფილები ვართ რომ შედეგი არის ქალბატონი ნონას ინტერესებში - ადვოკატი "ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ" საქმეზე

access_time2022-09-07 15:20:16

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების განცხადებით, მათი კლიენტი კმაყოფილია შედეგით, რომელიც დადგა საქმეზე "ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ".


დღეს, 7 სექტემბერს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა კახა შარაბიძემ, კონფიდენციალურობის პირობის თანახმად არ დაასახელა რა პირობით შედგა მხარეებს შორის შეთანხმება.


მისი სიტყვებით ამერიკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია იმდენად, რამდენადაც მან დაადგინა, რომ „მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დიფამაციისგან ანუ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისგან თავისუფალ ზონას და ეს არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში განხორციელებული დიფამაციური განცდების გამო“.


კახა შარაბიძის განმარტებით, მორიგების თაობაზე მოლაპარაკების ინიციატივა წამოვიდა სასამართლოს მხრიდან, „სასამართლოს მიერ შერჩეული მედიატორის მეშვეობით განხორციელდა ეს პროცესი რაც შეთანხმების მიღწევით დასრულდა.“


"კმაყოფილები ვართ რომ შედეგი არის ქალბატონი ნონას ინტერესებში",- ამის შესახებ, ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სარჩელზე შედეგი დადგა „სწრაფად და ეფექტურად“.


რაც შეეხება Netflix-ის სერიალის შინაარსის კორექტირებას, რაზეც ნონა გაფრინდაშვილი დაობდა, მაია მწარიაშვილის განცხადებით, შინაარსი უცვლელად დარჩება, თუმცა სასამართლო პროცესის შემდეგ ყველამ იცის, რომ „ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი დიდოსტატი“, რომესაც ნათამაშები აქვს კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც.



„მთავარი ამბავი იყო რომ სერიალში გავიდა არასწორი ინფორმაცია, რომ ქალბატონ ნონას არასოდეს უთამაშია კაცებს შორის და ის არის რუსი,რა მოცემულობაა დღეს - სრულიად მსოფლიო პრესა და არა მარტო საჭადრაკო საზოგადოება აშუქებს ამ მოვლენას უკვე მესამედ, პირველი იყო როდესაც სარჩელი შევიდა, მეორე იყო სასამართლო გადაწყვეტილება და დღეს. და აღარავის ეჭვი აღარ ეპარება დედამიწის ზურგზე, რომ ქალბატონი ნონა არის ქართველი საჭადრაკო ლეგენდა ეს შედეგი მიწეულია. უკვე ფორმალურია სერიალი, ყველამ იცის, რომ Netflix-მა არასწორი ინფორმაცია გადმოსცა სცენარში. თუ ადრე, საბჭოთა პერიოდში ქალბატონ ნონას საბჭოთა მოჭადრაკედ მოიხსენიებდნენ დღეს მას მხოლოდ ქართველ საჭადრაკო ლეგენდად მოიხსენიებენ და ჩვენ ქართველებმა ძალიან დიდი კვალი დავტოვეთ ამერიკის მართლმსაჯულების ისტორიაში, ამერიკულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა მაია მწარიაშვილმა



საქმეზე "ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ", ორ მხარეს შორის შეთანხმება შედგა. მოჭადრაკე სასამართლოს გზით შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, $5 მილიონს ითხოვდა.


შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც იანვარში კალიფორნიის სასამართლომ უარყო Netflix-ის არგუმენტი, რომ არ შეიძლება უჩივლონ მხატვრულ ნაწარმოებში რეალური ადამიანის ცილისწამებისთვის.


დავა ეხება სერიალში გაჟღერებულ ფრაზას, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს შეეხებოდა. მხატვრულ ფილმში მოვლენები 1960-იან წლებში ვითარდება. ნიჭიერი ამერიკელი გოგონა ჩადის საბჭოთა კავშირში და ეთამაშება მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რომლის პროტოტიპი სავარაუდოდ გარი კასპაროვია. პარტიის დასაწყისში კადრში ჩნდება ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი, ის დარბაზში სხვა მაყურებლებს შორის ზის, ჭადრაკის კომენტატორი კი ამბობს: "ერთადერთი, რაც [ფილმის მთავარი გმირისთვის] უჩვეულოა, მისი სქესია, მაგრამ რუსეთში არც ეს არის უნიკალური, აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა, ის ქალთა შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია“.


რეალურად, 1968 წლისთვის გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები ჰქონდა სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, რომელთაგან 10 დიდოსტატის ტიტულს ატარებდა.


Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ფილმში არსებული ფრაზა, რომლის გამოც ქართველი მოჭადრაკე დავობს, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება.



წყარო: radiotavisupleba.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up