კობა  ლურსმანაშვილი -  ხარაგაულს აქვს  დიდი  პოტენციალი, რომელიც  მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

კობა ლურსმანაშვილი - ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

access_time2021-09-01 15:50:00

„ხარაგაულს, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე დიდი პოტენციალი, ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა. მჯერა, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა წარდგენაზე.



მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ თავის გამოცდილებას კვლავაც ხარაგაულს მოახმარს.



,,ბატონმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 8 წლის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული ხარაგაულში სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ჩვენ, ყველა ერთად ვგრძნობთ ამ აღმშენებლობას, რომელიც ხარაგაულში „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიმდინარეობს. შენდება ევროპული დონის სკოლები, ასეულობით კილომეტრი გზები, მათ შორის, სასოფლო. არაერთგზის ვიყავი თქვენს მიერ არჩეული, როგორც ხარაგაულის საკრებულოს წევრად, ისე ხარაგაულის გამგებლად, საქართველოს პარლამენტის წევრად, ვაფასებ და ვიცი ამ ნდობის ფასი. ადგილობრივ ხელისუფლებას და თქვენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ერთი ინტერესი გვამოძრავებს. ამიტომ, თვითმმართველობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკრებულო, ბოლომდე იხარჯება იმისთვის, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც დაგროვილია ხარაგაულში. ბევრი პრობლემა გადაიჭრა და ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს. ბორითის თემში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო, დიდია ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება კატასტროფის ცენტრის განვითარებაში. ეს ცენტრი ემსახურება სოფელ ბორითსა და მთელ ხარაგაულს. წინა ხელისუფლების პირობებში, ხარაგაულში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები გაუსაძლის პირობებში მუშაობდნენ პრეზიდენტის მიერ ერთ ლარად გაჩუქებულ დაწესებულებაში, სადაც ლამის თავზე ენგრეოდათ შენობა. მაშინ ალბათ, ყველაზე საჭირო დროს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ხარაგაულს ჰქონოდა შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი ახალი საავადმყოფო, რაც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება. ყოველთვის მიმაჩნდა და ვფიქრობდი, რომ ხარაგაულს, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყო გამოყენებული, მაგრამ ყველაზე დიდი პოტენციალი, ხართ თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა. მჯერა, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, ხარაგაული თავის გადამჭრელ სიტყვას იტყვის თვითმმართველობის არჩევნებში“ - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.




კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ბესიკ კვირიკაშვილი, კიაზო გამრეკელაშვილი, შმაგი ხიჯაკაძე, პავლე კიკალიშვილი, იამზე პაქსაშვილი, ლენა აბაშიძე, დოდო ხაჩიძე, ვახტანგ ტალახაძე, ვერა ოდიკაძე, მერაბ ტალახაძე, დავით კიკნაძე.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up