კოლუმბიელმა მოსამართლემ განაჩენის გამოსატანად ChatGPT გამოიყენა

კოლუმბიელმა მოსამართლემ განაჩენის გამოსატანად ChatGPT გამოიყენა

access_time2023-02-07 12:30:24

კოლუმბიაში მოსამართლემ განაჩენის გამოსატანად ChatGPT გამოიყენა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლოში გადაწყვეტილება AI ტექსტის გენერატორის მიერ იქნა მიღებული.

 

2023 წლის 30 იანვრით დათარიღებული სასამართლო დოკუმენტის თანახმად, ქალაქ კარტახენას სასამართლოს მოსამართლე ხუან მანუელ პადილა გარსიამ სასამართლო პროცესზე კითხვების დასასმელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა და მისი პასუხები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას გამოიყენა.

 

„განაჩენში AI-ის მიერ გენერირებული ტექსტების ჩართვის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის მოსამართლის გადაწყვეტილების შეცვლა ან ჩანაცვლება. ჩვენ, ფაქტობრივად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, გადაწყვეტილების მისაღებად დრო დავზოგეთ,” - განაცხადა მოსამართლემ.

 


საქმე ეხებოდა სადაზღვევო კომპანიასთან დავას იმის თაობაზე, უნდა მიეღო თუ არა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს სამედიცინო დაზღვევა. გარსიამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ჩატბოტის პასუხები სრულად გამოიყენა. მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი „გადაწყვეტილების არგუმენტების გაფართოებისთვის“ გამოიყენა.

 

კოლუმბიის კანონმდებლობა არ კრძალავს AI-ის გამოყენებას სასამართლო გადაწყვეტილებებში, მაგრამ ისეთი სისტემები, როგორიცაა ChatGPT მიკერძოებული, დისკრიმინაციული ან უბრალოდ არასწორი პასუხებითაა ცნობილია, წერს Vice-ი. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი ენის მოდელი ტექსტის რეალურ „გააზრებას“ არ ახდენს - ის უბრალოდ წინადადებებს ალბათობაზე დაფუძნებული მილიონობით მაგალითიდან აწყობს, რომლებიც ტექსტის მომზადებისთვის გამოიყენება, წერს გამოცემა.

 

ChatGPT-ის და OpenAI-ის შემქმნელებმა უფრო საეჭვო და სათუო პასუხების გამოსარიცხად ფილტრები დანერგეს, მაგრამ დეველოპერები გვაფრთხილებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და მათი გამოყენება თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მისაღებად მიზანშეწონილი არაა.

 

ზოგმა სასამართლომ უკვე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბრალდებულისთვის განაჩენის გამოსატანად ან გირაოს შესაფარდებლად, რაც ეთიკის დამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობები რეგულარულად აძლიერებენ რასისტულ და სექსისტურ სტერეოტიპებს და აძლიერებენ უთანასწორობის ფორმებს.


თეგები:
ChatGPT



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up