„კომერსანტის“  5 საჯარო კითხვა ფეხბურთის ფედერაციის სამგზის პრეზიდენტს

„კომერსანტის“ 5 საჯარო კითხვა ფეხბურთის ფედერაციის სამგზის პრეზიდენტს

access_time2023-03-01 11:00:30

თებერვალს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გამართულ სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე, დელეგატებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს.  არჩევნებში კობიაშვილის გარდა არც არავინ მონაწილეობდა და მასში გამარჯვებით ის შეუერთდა „ერთკანდიდატიან არჩევნებში გამარჯვებულთა“ გუნდს, რომელშიც მის გარდა სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორი სანიკიძე და სხვები არიან.

 

ამ თანამდებობაზე ის უკვე არჩეული იყო 2015 წლის ოქტომბერში, საკმაოდ ხმაურიან არჩევნებში მაშინ მისი მეტოქე რევაზ არველაძე იყო.  2019 წლის თებერვალში კობიაშვილს ამ პოსტზე მეტოქეც აღარ ჰყავდა და 29-ე საარჩევნო ყრილობაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა არჩეული. იგივე მოხდა მესამე ჯერზეც. პარალელურად  კობიაშვილმა 2 მოწვევის პარლამენტარობაც მოასწრო, 2016 წელს მან გლდანის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში სერგო რატიანი დაამარცხა, 2020 წელს კი ნიკა მელია, (ამ შემთხვევაში სახელისუფლებო კანდიდატმა პირველ ტურში ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე ცოტა ხმები მიიღო, თუმცა მეორე ტური მაინც მისი გამარჯვებით დასრულდა.)

 

ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც 7 წელია ისეთი ფინანსური შესაძლებლობების და სპორტულ სფეროში ისეთი გავლენების მქონე ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, როგორიც ფეხბურთის ფედერაციაა,  ყურადღების ცენტრშია და მის მიმართ მედიის ინტერესიც მაღალია.

 

მას შემდეგ რაც ლევან კობიაშვილი მესამედ იქნა არჩეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. კომერსანტი შეეცადა მისთვის რამდენიმე უწყინარი და საქმიანი კითხვა დაესვა. ონლაინ მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე 6 თებერვალს კითხვები გავაგზავნეთ ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, შემდეგ ლევან კობიაშვილის სამსახურებრივ მეილზე პარლამენტში და სოციალურ ქსელებში. სამწუხაროდ ეს კომუნიკაცია კინოფილმიდან ცნობილი ფრაზის „მიწერ მოწერა გაქვთ ? - მიწერა კი, მოწერა არა“-ს დონეზე დარჩა.

 

ამიტომ კომერსანტი საჯაროდ უსვამს შეკითხვებს ფეხბურთის ფედერაციის სამგზის პრეზიდენტს.

 


 ბატონო ლევან,

 

1. რას მიიჩნევთ 2015-2023 წლებში ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ წარმატებად?

  

2. 2015-2023 წლებში თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობის ყველაზე გამორჩეულ მიღწევებად რას დაასახელებთ?

 

3. რას ჰპირდებით გულშემატკივარს მესამე პრეზიდენტობის პერიოდში?

 

4. როგორ დაიხარჯა ფეხბურთის განვითარების ფონდში არსებული თანხები და რა შედეგები დაიდო?

 

5. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სპორტული ფედერაციების საქმიანობა და ზოგადად სპორტი, როგორც დარგი, უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან?

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up