კონსულარიუმის ფარგლებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე იმსჯელეს

კონსულარიუმის ფარგლებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე იმსჯელეს

access_time2023-01-25 17:30:54

2023 წლის 24 იანვარს, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს. პანელის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევებს.

  

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია წარმოადგენს გარდამტეხ მიღწევას საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ხათუნა თოთლაძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ გზავნილია.

 

 

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის იმპლემენტაციის გზაზე და უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასევე ასახულია  2022 წლის ევროკომისიის ანგარიშში.


 

სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს როლი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით და ისაუბრა ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. მისი განცხადებით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების უსაფრთხოებისა და სანდოობის გაზრდის კუთხით. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მიგრაციის თანამედროვე ტენდეციებისა და მათზე რეაგირების შესაძლო გზების კვლევის მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა მიგრაციის ევროპულ ქსელში, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას მიიღოს მიგრაციის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიმოიხილა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევები და მათ საპასუხოდ სამინისტროს მიერ შემუშავებული მექანიზმები. მან ხაზგასმით აღნიშნა ამ განსაკუთრებული მონაპოვარის შენარჩუნებისა და სათანადოდ შესრულების საჭიროება, რისთვისაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას შეიმუშავოს და განავითაროს საპასუხო ზომები ისეთი გამოწვევების მიმართ, რომელიც არსებობს საზღვრის მართვის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების,  რეადმისიის შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.

 

შეხვედრის ფარგლებში,  მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები: რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ცირკულარული მიგრაციის განვითარების პერსპექტივები და სხვა.

 

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა 2023 წლის 23-27 იანვარს იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 68 საკონსულო თანამდებობის პირი მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up