კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის - ირაკლი ღარიბაშვილი

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-02-13 13:00:16

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, ასევე, 2023 წლის ინდექსით NUMBEO საქართველოს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში 18-ე, ხოლო ევროპაში 8-ე ადგილზე ამყოფებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა  ეკონომიკურ კეთილდღეობამდე". 

 

„ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონული ჰაბის განვითარება შეუძლებელი იქნება სათანადო დაგეგმვის და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების გარეშე. სწორედ ამიტომ, შარშან დავამტკიცეთ მთავრობის ხედვა 2030. ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველი,  ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტია და წარმართავს ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვას და კოორდინაციას. თან ასახავს 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ძირითად მიზნებს და პრიორიტეტებს, გაეროს 2030 წლისთვის განსაზღვრული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის სულისკვეთებას და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრინციპებს. სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას. გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობას და ღიაობას. ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს ძალისხმევა აისახა მრავალ საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში 2022 წელს, რომელიც საქართველოს 41-ე ადგილზე ამყოფებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. ასევე, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს მრავალ წევრ ქვეყანას, მსოფლიო ბანკის 2021 წლის მმართველობის ინდიკატორებით. რეგულირების ხარისხით საქართველო 35-ე ადგილზეა და გლობალურად მსოფლიო სამართლის პროექტის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2023 წლის ინდექსით NUMBEO საქართველოს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში 18-ე, ხოლო ევროპაში 8-ე ადგილზე ამყოფებს", - განაცხადა პრემიერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up