კორუფციის რისკები აბასთუმანში - “Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა

კორუფციის რისკები აბასთუმანში - “Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა

access_time2022-12-09 12:10:02

კორუფციის რისკები აბასთუმანში - “Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც კურორტ აბასთუმანში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეხება.


„ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით  2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ივანიშვილმა  განაცხადა, რომ “აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში” და ამის შემდეგ,  კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის.  “Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევამ აბასთუმნის მაგალითზე წარმოაჩინა, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს და როგორ სწრაფად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წარმართავს სახელმწიფო მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს საამისოდ.


Ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფომ აბასთუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში. პრივატიზებული ფართობის 91,7% „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 81.1% კი - პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა.


მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. 2018 წლის აგვისტოდან დღემდე  6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის დახარჯა 249,920,551 ლარი, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში.  ამ თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე  1,276,000  ლარი აქვთ შეტანილი.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრივატიზებული ქონება და 6 სახელმწიფო უწყების - მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის - სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების იმ ხელშეკრულებებით ვიხელმძღვანელეთ, რომლებშიც თანხა კონკრეტულად აბასთუმნისთვის იყო გაწერილი. შესაბამისად, კვლევაში ვერ მოხვდებოდა ის შესყიდვები, რომლებიც საერთო საჭიროებისთვის გაფორმდა, თუმცა, კონკრეტული ლოკაცია  არ იყო მითითებული.



ძირითადი მიგნებები


2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, აბასთუმანში სახელმწიფომ  67,790 კვ.მ. მიწა გაყიდა. ეს ფართობი ჯამში 26 სუბიექტმა შეიძინა  8,693,501 ლარად. გაყიდული ფართის  95,3% - 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წელიწადში 18 სუბიექტზე გასხვისდა. ჯამში, მათ 8,392,301 ლარი გადაიხადეს.

18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში,  14  „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. მათ ჯამში 59,276 კვ.მ. ფართობი 7,490,400 ლარად იყიდეს[1]. აქედან, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული -  მათ ჯამში, 52,443 კვ.მ. მიწა  6,417,200 ლარად შეიძინეს.

2012-2022 წლებში, 6-მა სახელმწიფო უწყებამ, აბასთუმანში, როგორც კურორტზე ასევე, სოფელში, ჯამში, 177 სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და მათზე  267,490,306 ლარი დახარჯა. ამ თანხის 93.4% -  249,920,551 ლარი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე დაიხარჯა, ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი  დაინტერესდა.

2018-2022 წლებში აბასთუმანში სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 83,1% -  207,720,451 ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას  1,276,000  ლარი შეწირეს.

2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბასთუმანში განხორციელებული საჯარო შესყიდვებიდან 145,101,148 ლარი, ანუ მთლიანად გახარჯული თანხის 58,1%, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა უკონკურენტოდ და სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღეს.

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული  კომპანიებიდან აბასთუმნის ტენდერებში ყველაზე მეტი თანხა შპს „არალმა“ და შპს „ჯეუ გრუპმა“ მიიღეს, ჯამში - 140,492,444 ლარი.

2018-2022 წლებში, ყველაზე მეტი თანხა - 150,968,119 ლარი, 16 შესყიდვით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოყო.  ყველაზე ნაკლები კი - 126,697 ლარი 2 შესყიდვით - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

ყველა უწყებამ, გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა, ბოლო ოთხწელიწადნახევარში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში.

2012 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე 5 სახელმწიფო უწყებას სულ 110 სახელმწიფო შესყიდვით 17,569,755 ლარი ჰქონდა დახარჯული. აქედან, 15 სახელმწიფო შესყიდვის  7,302,165 ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა  მიიღეს. მათ მმართველ პარტიას, სხვადასხვა დროს ჯამში 220 000 ლარი შეწირეს.

პირდაპირი პრივატიზების წესით გაცემული 6 კვ.მ. ფართობის ღირებულება უცნობია, ინფორმაცია არ მოგვაწოდეს,“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up