კრიპტო ბანკმა Genesis Global Holdco-მ გაკოტრების შესახებ გააკეთა განცხადება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ის თავის 150 მილიონი დოლარის ნაღდ ფულს გამოიყენებს იმაში, რომ გაკოტრებისას ბანკი დააფინანსოს.
Genesis-ი მსხვილი ჰოლდინგის, Digital Currency Group-ის (DCG) შვილობილი კომპანიაა. ბარი სილბერტის DCG-ზე ფინანსური ზეწოლა ჰეჯ-ფონდის Three Arrows Capital-ის დაშლის და FTX-ის კოლაფსის შემდეგ დაიწყო. Genesis-ს აღნიშნულ კომპანიებზე ერთ მილიარდ დოლარამდე ვალი ჰქონდა გაცემული, მათმა გაკოტრებამ კი კომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიაში გამოსყიდვა და სესხის აღება შეჩერებულია და პრეტენზიები სასამართლოში განიხილება.
შეგახსენებთ, რომ იანვარში, Genesis-მა თავისი თანამშრომლების დაახლოებით 30% გაათავისუფლა. მაშინ კრიპტო ბანკის აღმასრულებელმა ოფიცერმა დერარ ისლიმმა წერილებიც გაუგზავნა კლიენტებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას სესხის გაცემის განყოფილებაში ლიკვიდურობის კრიზისის გამოსავლის მოსაძებნად დამატებითი დრო სჭირდებოდა.