კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის სასახლეშია შესული. მათი მიზანია ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული, უკან დააბრუნონ. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი2“ ავრცელებს
„რამდენიმე ნახატს აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებაც, საუბარია 2-წლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.
თუმცა, ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელოვნების სასახლეს დადგენილ ვადაში არ დაუბრუნა.
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინაც იყვნენ მისულები ათონელზე, თუმცა ნამუშევრების წაღება ვერ შეძლეს.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.