რუსეთი თავის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს შექმნას „მეორე ფრონტი“ საქართველოსა და მოლდოვაში. ამის შესახებ 14 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეაქო. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ხედავდა მცდელობებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაეთრიათ „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობიანი მიდგომა და უარი თქვა ასეთ ქმედებებზე.
„ამ ფაქტორების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას. ჩვენ არ ვისვენებთ, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ყველაფერს ვითვალისწინებთ ჩვენს დაგეგმვაში - როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური და სხვა კუთხით“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა დასძინა, რომ მოლდოვასა და საქართველოში საპროტესტო გამოსვლებზე რეაქცია აშკარად აჩვენა დასავლეთის დამოკიდებულება. მისი თქმით, მოლდოველების მიტინგები რომელიც მიმართული იყო პროდასავლური მთავრობის მხრიდან ეკონომიკური განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის მთავრობების მიერ შეფასებული იქნა, როგორც „ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა“. როგორც ლავროვმა განაცხადა, ამავდროულად აშშ-ისა და ევროკავშირის მთავრობები მხარს უჭერდნენ საქართველოში არსებულ პროტესტს „აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, თუ უცხოეთიდან ფულს იღებ და სოციალურ-პოლიტიკურ საქმიანობას - გთხოვთ შეგვატყობინე საიდანაა ეს ფული,“