ლახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე 3000 ნერგი დაირგო

ლახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე 3000 ნერგი დაირგო

access_time2021-10-22 16:55:08

3000 ცალი ქართული მუხისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე სვანეთშილახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიის სამ მონაკვეთზე, კერძოდ, ზედა წყალმიმღებთან, ჰესის შენობასთან და ასევე ადგილზე, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ტყის განაშენიანების ინიციატივა   ლახამის ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.   შერჩეული ტერიტორიის განაშენიანება ლახამი ჰესის ინვესტორის კეთილი ნება და გარემოზე ზრუნვის აქტია.    



ლახამი ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ს პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც სოფელ ლახამში მდებარეობს (მესტიის მუნიციპალიტეტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). ლახამის ჰიდროელექტროსადგური მცირე ზომის, მდინარის მოდინებაზე არსებული კასკადური ტიპის ჰესია. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მეგავატია, წლიური გამომუავება კი 87 მილიონი კილოვატსაათი. 




 ლახამი 1 და ლახამი 2 ჰესების პროექტის მშენებლობა  2017 წელს დაიწყო. ოპერირებაში კი, 2019 წელს გაეშვა. ლახამი ჰესის განმავითარებელი კომპანიაა შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი, რომლის თანადამფუძნებლები არიან სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო III, შპს ჯეო ჰიდრო კაპიტალ გრუპი და შპს ენერჯი სოლუშენს



„ჩვენ, CCEH-ის გუნდი, საქართველოში განხორცელებული ინვესტიციების ფარგლებში, პირველ რიგში, ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებაზე და იმ რეგიონის განვითარებაზე, სადაც ჩვენი პროექტებით შევდივართ. გვჯერა, რომ დასავლურ ინვესტიცია, მხოლოდ ერთჯერადად დახარჯული თანხა არ არის, არამედ ამ ინვესტიციას მოაქვს რეგიონში სათაადო განათლება, ცნობიერების გაზრდა და გარემოზე ზრუნვის სხვადასვა მცირე თუ მსხვილი ინიციატივა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ნერგების დარგვა და მათი შემდგომი მოვლა ის საქმეა, რომელსაც უდიდესი ენთუზიაზმით ვაკეთებ და გავაკეთებთ, ჩემს თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად - განაცხადა, მიხეილ ნიბლაძემ, კომპანია CCEH – ის დირექტორმა. 



გამწვანების აქციაზე, ლახამი ჰესის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებიც არასამავრობო სექტორს, ბიზნესსა და მედიას წარმოადგენდნენ. ხეების დარგვის აქციის შემდეგ, სტუმრებმა ლახამი ჰესის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გაეცნენ ჰესის მუშაბის თავისებურებებს, მოინახუეს ჰიდროელექტროსადგურის თევზსავალი, რომლის მუშაობის პრინციპებიც მათ გარემოსდაცვის და სოციალური პროექტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააცნეს. ასევე, გაეცნენ ლახამში განხორიელებულ სოციალურ პროექტებ, რომლებიცკომპანიამ მაღალი პასუხისმგებლობი და იმ სტანდარტების მიხედვით განახორციელა, რომელსაც ინვესტორი უწესებ თითოეულ პროექტს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up