„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

access_time2021-08-16 15:40:00

„ლეიბორისტული პარტია“ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზე მთავრობის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. პარტიის ლიდერმა და ადვოკატმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვენ მთავრობის გადაწყვეტილების გაუქმებას ხუთ ქალაქში დროებით მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის თაობაზე.


პარტიის ლიდერის შეფასებით, საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობის ეს გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია, რომლის ერთ-ერთი მიზანიც საპროტესტო შეკრებებისთვის ხელის შეშლაა.


შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა ხელს უშლის მოქალაქეებს, მივიდნენ ვაქცინაციის პუნქტებთან. მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის გაუქმების შემდეგ ტაქსის ტარიფები გაორმაგდა.



სასამართლოს მიერ საკითხის განხილვის დაწყებამდე პარტიის იურისტები ითხოვენ, სარჩელის უზრუნველყოფის სახით შეაჩეროს მთავრობის განკარგულება.


„ლეიბორისტული პარტია“ მიმართავს სასამართლოს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებული ვითომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. სინამდვილეში, აგვისტოს სიცხეში ხალხის გამოსაკეტად, მათ გასაწყვეტად, შესაშინებლად, მიტინგზე არ გამოსასვლელად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევადაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხის გამოკეტვით, ტრანსპორტის პარალიზებით აიცილებს თავიდან საშემოდგომო საპროტესტო ტალღას, ძალიან ცდებიან. უფრო გამწარებული ხალხი გამოგივარდებათ იმის გამო, რაც დაკავშირებულია ადამიანთა გადაადგილების აკრძალვასთან და პატარა მანქანებში გამოკეტვასთან. ჯერ ერთი, ყველას არ ჰყავს პატარა მანქანა, რომ გადაადგილდეს, შემდეგ თქვენმა ტაქსის კომპანიებმა გააოთხმაგეს გადასახადი და მილიონრები ხდებიან ახლა ამ უბედური ხალხის გაჭირვებით. ვინ დაამტკიცა, რომ სტადიონისხელა ავტობუსში გადაედება ადამიანს კოვიდი და პატარა მანქანაში ჩაჭუჭყულს არაფერი არ გადაედება. როგორ უნდა მივიდნენ ასაცრელად ადამიანები, როგორ უნდა მივიდნენ თუნდაც დაავადებული, კორონავირუსით შეპყრობილები სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად; როგორ უნდა მივიდნენ ადამიანები სამსახურებში, რა მნიშვნელობა აქვს შიმშილით მოკლავ, თუ კორონა მოკლავს გარკვეულ პროცენტს, რომელიც ამ გავრცელებაში ლეტალური შედეგით ხასიათდება.


ვითხოვთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმებას და ასევე მოვითხოვთ, შეიკრიბოს სააკოორდინაციო საბჭო, ბრძენთა ბრძენი და თვითონვე გააუქმოს ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაზე მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. დღესვე შეიკრიბონ, ვიდრე ჭკუა დარჩენიათ, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ხალხი მიადგება ფეშენ სასახლეებში, რომლებიც ზოგიერთებმა კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოსული ათი მილიარდიდან აწაპნილი თანხებით ააშენეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up