„ლელო“: ქუთაისში „ლელოს“ შტაბის წევრს თავს დაესხნენ, პარტიის წევრი ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული

„ლელო“: ქუთაისში „ლელოს“ შტაბის წევრს თავს დაესხნენ, პარტიის წევრი ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული

access_time2020-10-13 22:36:39

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თავის ოლქში წევრზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


პარტია „ლელოს“ ქუთაისის შტაბის წევრი პაატა კიკაბიძე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.


ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ლელოს“ მზარდი რეიტინგის გამო პარტიის წევრებზე გამუდმებით მიმდინარეობს ფიზიკური ანგარიშსწორება და შანტაჟი. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში მომხდარი თავდასხმის არცერთი ფაქტი, გამოძიებული არ არის, ამით კი „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მომხდარ ამბავს მწვანე შუქი აუნთო.



„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო რამდენიმე დღეა, პარტიის წევრებს სხვადასხვა რეგიონში გამიზნულად ესხმიან თავს. ჩემი შტაბის წევრს რამდენიმე საათის წინ მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას აკეთებდნენ იმის გამო, რომ ავტომობილში ჰქონდა „ლელოს“ სააგიტაციო მასალა. ეს იყო ჯგუფური დანაშაული და კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ ეს საქმე სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება იმ ქუჩაზე, სადაც ფაქტი მოხდა. დაყოვნება შეფასებული იქნება, როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. ასევე, ბრალში ასახული უნდა იყოს ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც საქმეს თან სდევს. ჩვენი ინფორმაციით თავდამსხმელები არ არინ ადგილობრივები და ისინი დავალებით იყვნენ ჩამოსულები, ამას ადასტურებს ის რომ ამ ადამიანს მიმართეს სახელით და გვარით და მიუთითეს პარტიის სააგიტაციო მასალებზე. მიაყენეს როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩვენი წევრი ხელშია დაჭრილი. „ლელოს“ მიმართ მოსალხოების მხარდაჭერის ზრდის პარალელურად იზრდება პარტიის წევრებზე ზეწოლებიც. ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისსა და ზუგდიდშიც,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up