„ლელოს“ განცხადებით მოქალაქეების თითოეულ ხმას დაიცავენ და „ქართული ოცნების“ უარს, ოპოზიციური პარტიების საჩივრების  განხილვაზე არ დაუშვებენ

„ლელოს“ განცხადებით მოქალაქეების თითოეულ ხმას დაიცავენ და „ქართული ოცნების“ უარს, ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვაზე არ დაუშვებენ

access_time2020-11-04 22:53:36

„ლელოს“ ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საარჩევნო საოლქო კომისიებთან მიმდინარე დაპირისპირება შეაფასეს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს. 

დაპირისპირების მიზეზი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა, არ განიხილონ არცერთი პარტიის საჩივარი.  „ლელო“ აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილება გაყალბების გაგრძელებაა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის დანაშაული და დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება.

„არცერთი პარტიის და ორგანიზაციის საჩივარი არ განიხილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" თავის დამქაშების დახმარებით და არის ტოტალური გაყალბების გაგრძელება. დღეს წყდება ჩვენი სახელმწიფოს ბედი, სადაც ამქვეყნის მოქალაქეებს წაგვართვეს არჩევანის უფლება, წაგვართვეს ხმის უფლება. მოგიწოდებთ ყველას დაიცვან საკუთარი არჩევანი. ხოლო საოლქო კომისიას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლის დანაშაულის გადაწყვეტილებებს, რომელიც დემოკრატიას ასამარებს ჩვენს სახელმწიფოში,“-განაცხადა კუპრაძემ.

„ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით ხელისუფლებაში, მოქალაქეების ხმების მოპარვის ხარჯზე უნდა"-ამის შესახებ პარტიის საგანგებო ბრიფინგზე მედეა მეტრეველმა ისაუბრა.

„არჩევნების გაყალბებისა და ხალხის ხმებია მოპარვის ხარჯზე უნდათ მესამე


ვადით დარჩენა, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეკისრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და აპარატის თითოეულ წევრს, რომლებიც ჩართულები არიან ძალიან მძიმე დანაშაულებრივ პროცესში. საზოგადოებას კი ერთიანობისკენ და თავიანთი ხმების დაცვისკენ მოვუწოდებ,“-აცხადებს მედეა მეტრეველი.

ბრიფინგზე იმყოფებოდა და არსებული მდგომარეობა განიხილა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა.

„ამ წუთში როდესაც ჩვენ სიტყვით მოგმართავთ, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მასშტაბით დააკანონოს ის უმსგავსობა, რაც უნდათ რომ არჩევნების სახით თავს მოგვახვიონ. დღეს საქართველოს თავისუფლების და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების ბედი წყდება საოლქო კომისიებთან. მხოლოდ „ლელომ“ 300 საჩივარი შეიტანა და არც ერთის განხილვა არ ხდება. ეს არის რუსული ოცნების თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ,“-განმარტა დათუნაშვილმა.

ხმების დაცვისა და სამართლებრივ ჩარჩოში პროტესტის გამოთქმისკენ მოუწოდა მოსახლეობას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.

„ერთადერთი პრეცედენტი დაუშვა რუსულმა ოცნებამ, როდესაც სამგორის ოლქში ერთ-ერთი უბანი გახსნა და აღმოჩნდა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და სიყალბე. როგორც კი შეატყვეს რა დღეში იყვნენ და მათი ფარსი მჟღავნდებოდა ტოტალურად ყველგან უარი თქვეს გასაჩივრებაზე. სამართლებრივად მიუღებელი ფაქტებით გვეუბნებიან, რომ საჩივრის განხილვა არ მოხდება. ყველას მოვუწოდებ მშვიდად კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი პროტესტი გამოვხატავთ და ჩვენი ხმები დავიცვათ,“-აცხადებს სამუშია.


NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up