„ლელოს ხედვა - ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი“ -„ლელომ“ პროგრამა წარადგინა

„ლელოს ხედვა - ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი“ -„ლელომ“ პროგრამა წარადგინა

access_time2020-10-14 11:43:16

„ლელოს ხედვა - ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი“ -„ლელომ“ პროგრამა წარადგინა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


პარტიის პროექტი ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი- ღონისძიება პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ გახსნა. ხოლო პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო "ლელოს" პროგრამა ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებით. წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოში ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო.


„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ „ლელოს“ გუნდი ქალების გაძლიერებას უწყობს ხელს და პარტია შექმნის დღიდან ქალებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამის გამო, პარტიისთვის გაუგებარი იყო ქალების კვოტირების საკითხი, რადგან „ლელო“ მათ ყოველთვის თანაბარ ძალად მიიჩნევდა.


„კვოტირების გამოცხადების პირველივე დღიდან ჩვენი პარტიისთვის გაუგებარი იყო, რა საჭიროებას წარმოდგენა იგი. რადგან „ლელოს“ გუნდი შექმნის დღიდან დაკომპლექტებულია ქალებით და ვთვლით, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა. დღეს თუ ეს ქვეყანა ვინმეზე დგას, დგას ქალებზე. ამას ვლაპარაკობ არა იმის გამო, რომ ქალი არის დედა, მშობელი ან შვილი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, დღევანდელ დღემდე რომ მოვედით, ეს არის ჩვენი ემიგრანტი ქალების დამსახურება, რომლებმაც თავიანთი ურთულესი შრომის ხარჯზე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღევანდელ დღემდე. ამიტომ დადგა დრო, ქალები გამოვიდნენ წინა პლანზე, ჩვენ ამას ყოველ ჯერზე შევუწყობთ ხელს. „ლელოს“ ამოცანაა რაც შეიძლება ბევრი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი ამ ქვეყანაში.




„„ლელოს ახალი მარშალის გეგმას“, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიქმნა პირველად, რომელსაც 4 წელში ამ ქვეყნის გამოყვანა შეუძლია კრიზისიდან, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ქალთა, ეკონომიკური, კულტურული თუ შემეცნებითი მიმართულებით,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


„ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას“-ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა ღონისძიების მსვლელობისას არაერთხელ ისაუბრა. მისი განმარტებით, „ლელო“ ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და ინტეგრირებას სხვადასხვა სფეროში.


„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაზე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორ გარემოზე, თანასწორ საზოგადოებაზე, ქალების უფლებები, მათ შორის შრომით ანაზღაურების კუთხით თუ სხვა მიმართულებით, უნდა იყოს დაცული. რადგან ქალთა სიღარიბესთან ბრძოლისთვის ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ქვეყნას და ეს ამ დარბაზში არაერთხელ ვთქვით, ჩვენი პარტია ამ მიმართულებას დიდ მხარდაჭერას უცხადებს. „ლელოს“ მარშალის გეგმის“ მიხედვით ქალთა გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა მეტრეველმა.


შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და „ლელოს“ ქალთა საბჭოების წევრები.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up