ლევან დავითაშვილი: „ჯიღაურაში გვაქვს  ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ,  მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული“

ლევან დავითაშვილი: „ჯიღაურაში გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული“

access_time2021-09-10 22:53:19

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის პოტენციალზე, შესაძლებლობებზე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეს გააჩნია, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რომელიც ჩვენი სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მნიშვნელოვანი ბაზაა. ყველამ უნდა იცოდეს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და მადლობა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ღვაწლისათვის, რომელიც მას გააჩნია ზოგადად, ქართულ კულტურაზე ზრუნვის ნაწილში და ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული ბიომრავალფეროვნება, ქართული მევენახეობა და მეღვინეობა - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენაზე.



მისი თქმით, გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული.



„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ღვინის სამშობლო. მართლაც, ქართველებმა, ამ უძველეს ტერიტორიაზე შექმნეს პირველად ღვინო, მოაშინაურეს ვაზი. მთელი საუკუნეების განმავლობაში, ქართველი ხალხი ყველა კუთხეში ახდენდა ახალი ჯიშების გამოყვანას. ასე შეიქმნა უნიკალური გენოფონდი, რომელიც ქართველი ხალხის ყველაზე ხელშესახები და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა. თუმცა, ეს მემკვიდრეობა იყო ხელყოფილი უპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად. თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, არსებობდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც იყო თავმოყრილი აღნიშნული გენოფონდი და ყველა ის უნიკალური ვაზის ჯიში, რომელიც პრაქტიკაში დაკარგული იყო. ეს შენარჩუნებული იყო სამეცნიერო მიზნებისთვის და ასევე, იმისთვის, რომ მომავალ თაობებს გაეგრძელებინათ კვლევა და წინაპრების დაწყებული საქმე. სამწუხაროდ, ვაზის ეს უნიკალური კოლექცია გაიჩეხა, ტერიტორია გაიყიდა, ინსტიტუტი გაუქმდა. საქართველო კარგავდა ქართველი ერის მიერ ასწლეულობით შექმნილ ყველაზე დიდ ღირებულებას - ქართული ვაზის გენოფონდს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა პროექტი და ჩვენ გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. აქ წარმოდგენილია ვაზის 800 სხვადასხვა ჯიში, საიდანაც 400 ჯიშზე მეტი არის აბორიგენული ქართული. ეს არის ყველაზე მდიდარი კოლექცია და შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთამით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოში, წლების განმავლობაში, იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ მევენახეობის და მეღვინეობის ქვეყანაში, ღვინის სამშობლოში, აღარ არსებობს ღვინის ინსტიტუტი, რომელიც ერთ დროს, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო გაუქმდა. დღეს, ჯიღაურაში უკვე აშენდა ახალი შენობა, სადაც მოეწყობა ღვინის თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და კვლევითი სამუშაოები გაგრძელდება. დღეს, მსოფლიოს მეცნიერებისათვის, ამ მიმართულებით, საქართველო საინტერესო ადგილს წარმოადგენს.




„როგესაც მევენახეობა-მეღვინეობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიმყოფებით მხარეში, რომელიც ისტორიულად, გამორჩეული იყო ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, საუკეთესო ღვინოების წარმოების კუთხით. ეს იყო სამეფო ვენახების მხარე - მუხრანის ველი, სადაც მეფისთვის განსაკუთრებული ხარისხის ღვინოები იწარმოებდა ზუსტად იმ ჯიშებისგან, რომელიც აღდგენილია, გადარჩენილია და დღეს, ჯიღაურას კოლექციაშია წარმოდგენილი. ეს არის ქართლის უნიკალური ჯიშები - შავკაპიტო, გურული მწვანე, მუხათმწვანე, ჩინური და ა.შ, რომლებიც დღეს, უკვე წარმოებაში დაბრუნდა. ბოლო პერიოდში, ამ მუნიციპალიტეტში, მეღვინეობის განვითარება საკმაოდ აქტიურად დაიწყო. უკვე გვაქვს ბევრი პატარა მარანი და წარმატებული, გამორჩეული ღვინის საწარმოები. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ხარისხიანი და გამორჩეული ღვინოები იწარმოება და ისეთი სახელოვანი გახდა აქ წარმოება, სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, მუხრანის ველი გახდეს დაცული ადგილწარმოშობის დასახელება. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი საამაყო ფაქტი მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებლისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ბაზა წარმოდგენს მეხილეობის უნიკალურ ცენტრს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.



„ვაზის გარდა, ჩვენ გვაქვს ხილის უნიკალური ჯიშები, რომლის აღდგენაც დავიწყეთ და ეს გენოფონდიც აქ არის წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს უნიკალური, მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული კვლევის საშუალებები სხვადასხვა ჯიშების საქართველოში ადაპტაციის კუთხით. გვაქვს უნიკალური ლაბორატორიული შესაძლებლობები, ფიტოსანიტარული კონტროლის მექანიზმები, გამოგვყავს ხარისხიანი, სანდო სარგავი მასალა დაცული დაავადებებისგან და ა.შ. აქ არის მთელი სისტემა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში მრავალწლიანი კულტურები და მეხილეობის სექტორი. ყველაფერი ეს, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შეიქმნა, 16 მლნ ლარი დაიხარჯა და 2014 წელს, უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს. გადაეცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ამ უნიკალურ პროექტს გაუფრთხილდებოდა და ქართულ მეხილეობაზე, მევენახეობაზე, მეღვინეობაზე ზრუნვას გააგრძელებდა. და ეს, ასეც ხდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, მცხეთაში, მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენაზე.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up