ლევან დავითაშვილი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის,  Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2023-04-07 19:00:56

საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი გამოხატეს  ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის,  Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი ესწრებოდნენ.

 

ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე, ასევე ზოგადად, ეკონომიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე, მათ შორის ინვესტიციების კუთხით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

 


თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს გაუზიარეს ხედვა და ინტერესი საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც, მათი განცხადებით, გამოიხატება ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ბიზნესაქმიანობისთვის შექმნილ ხელსაყრელ გარემოს და მთავრობის სწორ ენერგოპოლიტიკას, რადგან, მათი შეფასებით, საქართველო ძალიან მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით და ამ პოტენციალს ეფექტიანი გამოყენება სჭირდება.

 

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ Elsewedy Electric-ის  საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ინჟინერია, მშენებლობა, ელექტრო პროდუქტები, ციფრული გადაწყვეტილებები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და ა.შ. კომპანიას 17 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და მისი კაპიტალის ბრუნვა 3.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. Elsewedy Electric-ის  31 საწარმოო ობიექტი მდებარეობს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის: ეგვიპტეში, ალჟირში, კატარში, ინდონეზიაში, პაკისტანსა და ტანზანიაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია ექსპორტს  მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up