ლევან დავითაშვილი: „ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე და ჩვენი საგრანტო პროექტები სწორედ ასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს“

ლევან დავითაშვილი: „ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე და ჩვენი საგრანტო პროექტები სწორედ ასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს“

access_time2022-06-15 11:20:00

„ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულია აქცენტის გაკეთება ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე და ჩვენი საგრანტო პროექტები, სხვადასხვა დაფინანსების თუ თანადაფინანსების ინსტრუმენტები სწორედ ასეთი ეკოსისტემის წახალისებას უწყობს ხელს. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს და მათ საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ნააზრევი, თავიანთი შემოქმედება საინტერესო და კონკურენტუნარიან ბიზნესპროექტებად აქციონ“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული ოცი სტარტაპის დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


ღონისძიება ქობულეთში გაიმართა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა.


ლევან დავითაშვილმა გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებისა და ამ პროცესში სახელმწიფოს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ჟიურიში წარმოდგენილი გვყავდა ძალიან ცნობილი სპეციალისტები, ძალიან ცნობილი პარტნიორები, რომლებსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ სტარტაპებთან ურთიერთობის, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ბიზნესების წამოწყებების შეფასების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში წარმოდგენილი პროექტების ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში ზოგადად ძალიან საინტერესო სტარტაპ-ეკოსისტემაა და ყოველწლიურად ის სულ უფრო და უფრო უმჯობესდება“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მერვედ ჩატარდა, წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. წელს ფინალისტები სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს - ფინალურ ეტაპზე გადასული 51 სტარტაპიდან 20 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორს მოიცავს.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია გამარჯვებული სტარტაპების წარმატებაში, რადგან ეს არის საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტები, რომელთაც საერთაშორისო დონეზე შეუძლიათ კაპიტალის მოზიდვა, თავიანთი წამოწყების განვითარება და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა.


„ჩვენ მათ ვეხმარებით სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება, წვრთნა და ტრეინინგი, რომელსაც ისინი ცნობილი სპეციალისტებისგან იღებენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი კომპანიები საბოლოოდ საერთაშორისო, გლობალურ მნიშვნელობას შეიძენენ, საქართველოსაც ასახელებენ და ქართულ ეკონომიკაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up