ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა

ლევან გოგიჩაიშვილი - პარლამენტში არ შესვლას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა

access_time2020-12-09 00:00:00

პარლამენტში არ შესვლას აქვს მორალური პოზიცია, ძალიან ძლიერი პოზიცია, ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერებმა თამასა თავად აწიეს, როდესაც განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ეს მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არჩევნები გაყალბდა.

„ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს პარლამენტს და მესმის, რომ პოლიტიკოსები არჩევნებში იმისთვის იღებენ მონაწილეობას, რომ, საბოლოო ჯამში, მანდატებისთვის იბრძოლოს. მანდატი გჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკაში იყო, პარლამენტში იყო, გავლენა გქონდეს, ბერკეტი გქონდეს და შესაბამისად, ტრიბუნა გქონდეს, ეს პატარა ამბავი არ არის. თუ ადამიანები შეძლებენ ამ ვნებების მოთოკვას, რომ არ შევიდნენ, ჩემს თვალში ეს ადამიანი გაიზრდებიან.

ამაზე უარის თქმას სერიოზული გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ვიღაცებს არავინ არ ექაჩებოდა იმის სათქმელად, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. ამ ადამიანებმა თვითონ აწიეს ეს თამასა. მორალურად ეს ძალიან სწორია, იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს არჩევნები იყო ძალიან მძიმე არჩევნები, გაყალბდა, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს 48%, მას რეალურად აქვს ის პროცენტი, რა რაოდენობის ამომრჩეველიც მეორე ტურზე მივიდა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, თავის სიტყვას გატეხენ, ეს ამომრჩეველში იმედგაცრუებას გამოიწვევს.


მისივე თქმით, ბარიერგადალახულ ოპოზიციონერებს პარლამენტში შესვლისთვის არ გააკრიტიკებდნენ, თუმცა ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ სიტყვის გატეხვა, მათ რეპუტაციულ პრობლემებს შეუქმნის.

„მე მგონია, ამომრჩეველი თავის არჩეულს არ უნდა გაუბრაზდეს იმის გამო, შევიდა ის პარლამენტში თუ არ შევიდა. შეიძლება გაუბრაზდეს იმის გამო, რომ დღეს ერთს ამბობ და ხვალ მეორეს ამბობ. შეიძლება ამ ხალხს არ ეთქვა თავიდანვე, რომ არ შევალთო და შესულიყვნენ და ამის გამო არავინ არ გააკრიტიკებდა. იტყოდა რომ: „გაყალბდა, დავიჩაგრე, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, დამრჩა ეს მანდატი და ეს მანდატი მინდა გამოვიყენო. დამაკლეს მანდატები, მაგრამ, არაუშავს, უფრო მეტ ენერგიას ჩავდებ, ვიბრძოლებ და არ შევარჩენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, იმ ხალხს, ვინც ბოლო ორი თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ არ შევალთო, შეიძლება ამ სიტყვების გამო შეექმნათ რეპუტაციული პრობლემა, ვიდრე შესვლისთვის,“- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up