ლევან იოსელიანი - ბოიკოტს ვინც აცხადებს, ხელფასზეც უარი უნდა თქვას, მაგრამ თუ გინდა, ბოიკოტთან ერთად გასამრჯელო მიიღო, ეს არის შარლატანობა

ლევან იოსელიანი - ბოიკოტს ვინც აცხადებს, ხელფასზეც უარი უნდა თქვას, მაგრამ თუ გინდა, ბოიკოტთან ერთად გასამრჯელო მიიღო, ეს არის შარლატანობა

access_time2021-11-03 16:50:00

პოლიტიკურ ბოიკოტს ყოველთვის უარყოფითად განვიხილავდი და მიმაჩნია, რომ ვინც ბოიკოტში მიდის, მაშინ კეთილი ინებოს და იმ ხელფასზეც უარი თქვას, რომელსაც პარლამენტიდან იღებს, იყოს ბოიკოტში და ეს იქნებოდა სწორი. მაგრამ თუ გინდა, ბოიკოტში იყო, თან საკმაოდ კარგი გასამრჯელო მიიღო და კომიტეტის სხდომებს ხელი აწერო, რომ ხელფასი არ დაგექვითოს, ეს არის შარლატანობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.


ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრების მიერ გამოცხადებულ პოლიტიკურ ბოიკოტს გამოეხმაურა, რომლებიც რეგლამენტის შესაბამისად, პლენარულ სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.


იოსელიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მანდატები რისთვის უნდა, მეორე საკითხია, მაგრამ მთავარია, ამ ადამიანებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მზადყოფნა ჰქონდეთ, პარლამენტში შევიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი მანდატები იყოს იმისთვის, რომ ცვლილებები მიიღონ.



„ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვის რა მოტივაცია აქვს, მეორეხარისხოვანია. როცა ცვლილებებს სამი მოსმენით მივიღებთ, შემდეგ შეუძლიათ, მანდატიც დახიონ და სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. თუ ამ პარლამენტში ვინმე ხალხის პრობლემებზე საუბრობს, ერთ-ერთი მე ვარ და ამ შენობაში თავი ისე წარმომიდგენია, რომ ხალხის პრობლემებზე ვისაუბრო, მაგრამ თუ ვინმეს აქედან წასვლა უნდა, კალთებს ვერ დაახევ და ვერ ჩამოეკიდები, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატთა რაოდენობა იმდენად არ უნდა შემცირდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მივიღოთ. როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, შემდეგ ვინმეს წასვლას არ გავამართლებ და მივიჩნევ, რომ ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა იქნება, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. კომიტეტის სხდომებს იმიტომ ესწრებიან, რომ ხელფასები არ დაექვითოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.


რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური ბოიკოტის შემთხვევაში, პლენარული სხდომების გაცდენა საპატიოა, ხოლო ეს რეგულაცია კომიტეტების სხდომებს არ ეხება და გაცდენა საპატიო არ არის.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up