ეს არის დათმობა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი - არ გამოვრიცხავ კობახიძის აშშ - ში ვიზიტი იყოს კავშირში ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ- ერთმა ლიდერმა დანეილსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილიც მოაწერს. რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების“ პოზიციას დოკუმენტზე, იოსელიანი აღნიშნავს, რომ მათთვის თავიდანვე მისაღები იყო დოკუმენტი და ხელმოწერასთან დაკავშირევით მზაობაც თავიდანვე დააფიქსირეს.
„ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან არის აუცილებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტი არ არის რომელიმე ერთი მხარის შემუშავებული, ის არის შედგენილი მედიატორის მიერ, რომელმაც ძალიან სამართლიანად გაითვალისწინა ორივე მხარის ინტერესები ამ დოკუმენტში.
კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სჯობდა აქამდე მიეღო და ამდენ ხანს არ გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი. შესაბამისად, იმედი მაქვს ოპოზიციის ნაწილი მაინც გაითვალისწინებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, მოაწერს მას ხელს და შემოვა პარლამენტში. მე მახსოვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ ყველამ რომ მოაწეროს ხელი, ის მაინც არ მოაწერს, რამდენადაც მახსოვს ასე თქვა ბატონმა ბოკერიამ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ნაწილი მოაწერს ხელს და ნაწილი დარჩება ისევ თავის მოთხოვნოს ერთგული, ვადამდელ არჩევნებს ვგულისხმობ და ასე გაგრძელდება და პროცესი.
ეს არის დათმობა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი, კარგია, რომ დათმობაზე წავიდნენ და გაიაზრეს პოლიტიკური სიტუაციის სიმძიმე საქართველოში. არ გამოვრიცხავ კობახიძის ვიზიტი იყოს კავშირში ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, თუმცა, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ისედაც გვესმოდა, რომ ორმხრივი კომპრომის არის სწორი,“ - განაცხადა იოსელიანმა.
IPN.GE