ლევან ივანაშვილი - იყო საჩხერის მერი, დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა

ლევან ივანაშვილი - იყო საჩხერის მერი, დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა

access_time2021-09-02 19:50:00

,,იყო საჩხერის მერი, დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა“ - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატმა ლევან ივანაშვილმა წარდგენაზე.



მერობის კანდიდატის განცხადებით, საჩხერეში ბევრი რამ გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რამაც საჩხერეს სხვა შესაძლებლობები გაუჩინა.



„სწორედ ამ სიკეთეებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში გააკეთა, მოგვცა სხვა შესაძლებლობები, რომ ფართო ასპარეზზე გავსულიყავით ჩვენს გუნდთან ერთად. შევძელით მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო მობეტონებული და მოასფალტებული ცენტრალური გზა. ყველა სოფელში დავიწყეთ წყალმომარაგების მოწესრიგება, ზოგიერთ სოფელში სამუშაოები ახლაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ორი დიდი სოფლის მოსახლეობას ამ მიმართულებით მალე გავახარებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი გამოცდილება ,,ქართულ ოცნების“ გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან, ვისაც საჩხერეში უმუშავია, ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საჩხერეს.




მეც, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში დავიბადე და გავიზარდე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ მხარეში და მოღვაწეობა გავაგრძელე სოფელი ჭორვილისა და საირხის საჯარო სკოლებში. თუმცა, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა და მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს ფაქტი გავაპროტესტე და ერთი წელი იძულებით დასვენება მომიწია. 2014 წლიდან გახლდით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ამჟამად მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ვარ. თითქმის ყველა არჩევნებზე საჩხერეში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ვიყავი. ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად, ნამდვილად ვიცი, რა პრობლემებია საჩხერეში. „ქართული ოცნების გუნდს, ნამდვილად შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა. პარტია, რომელიც ჩვენი რაიონის ღირსეულმა წარმომადგენელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, კიდევ ერთხელ გვასახელებს 2 ოქტომბერს არჩევნებში. აკაკის, პაოლოს, მუხრანის, ჯურხა ნადირაძისა და ლაშა ტალახაძის სამშობლოში, არ შეიძლება ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არ იყოს განათლება, კულტურა და სპორტი. იმედია, პანდემია მალე დასრულდება და ეს დარბაზი მალე აღიდგენს იმ ფუნქციას, რა ფუნქციაც აკისრია.



მინდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები წარმოგიდგინოთ: გივი კუჭაშვილი, მარინა წერეთელი, იოსებ-ბადრი გოგიტაძე, იაგო ბერიძე, ტარიელ ხვედელიძე, მამუკა ბედიანიძე, კობა ხვედელიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, დავით მაჭარაშვილი, გაიოზ-გიზო დავაძე, ანტონ კერესელიძე“ - განაცხადა ლევან ივანაშვილმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up