ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს - მადლობას გიხდით საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს - მადლობას გიხდით საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის

access_time2021-11-09 14:20:00

ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.



აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.



„თქვენს ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლით დასტურდება შეერთებული შტატების მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავდა ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმას, რადგან სწორედ ეს გვეხმარებოდა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ჩვენი საერთო ინტერესების დაცვასა და წინსვლაში. მადლობელი ვარ ამ პარტნიორობისადმი საქართველოს განუხრელი ერთგულებისთვის; ვიზიტის დროს მქონდა პატივი, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით მადლიერება გადმომეცა აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ავღანეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. რადგან „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ვემზადებით უსაფრთხოების სფეროში, ვიმედოვნებ, თქვენი მხარდაჭერა არ მოაკლდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ინსტიტუციური რეფორმებისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის ძალისხმევის“ განხორციელებისას. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი ჩართულობით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიძლება არსებით ბერკეტად იქნეს გამოყენებული აღნიშნული ინიციატივის მიზნების რეალიზებისას, რომელზეც დაშენდება საქართველოს ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ლოიდ ოსტინის წერილში.



ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up