ლომჯარია და მისი გუნდი მხარს უჭერდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ - სახელმწიფო დეპარტამენტი

ლომჯარია და მისი გუნდი მხარს უჭერდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ - სახელმწიფო დეპარტამენტი

access_time2023-02-02 11:00:57

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის გლობალური ჯილდო გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ჯილდო ბოლოს 8 წლის წინ გასცა და წელს  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან  10 უფლებადამცველი დააჯილდოვა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს 2017 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით სახალხო დამცველის აპარატი (PDO) ფართოდ განიხილებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ნინო ლომჯარია და მისი გუნდი მხარს უჭერდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ყველასთვის, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ; მათ სრულად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. PDO-ის მუშაობა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქი+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ცდილობდა ხელი შეეწყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებები.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოს მიღებას ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც მადლობას უხდის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც საშუალება მისცეს, ამ ჯილდოზე ევროპის რეგიონი წარმოედგინა.

 


„დღეს მქონდა პატივი მიმეღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  „2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო  მე და ჩემი გუნდის მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და ლიდერობისთვის ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე. გამარჯვებულები სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ურზა ზეიამ და სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ერინ ბარკლიმ დააჯილდოვა.

 

დიდი მადლობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც მხარი დამიჭირეს აღნიშნულ ჯილდოზე წარმომედგინა ევროპის რეგიონი.

 

დიდი მადლობა, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის აპარატის თითოეულ თანამშრომელს, ჩემ მოადგილეებს და ყველას, ვისთან ერთადაც ბოლო 5 წელი ვიბრძოდით ადამიანის უფლებების დასაცავად!“, - წერს ნინო ლომჯარია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up