მაია ბუწაშვილი - ეპიდვითარება სერიოზულია - ნოემბერი და ალბათ, დეკემბერიც შედარებით რთული იქნება

მაია ბუწაშვილი - ეპიდვითარება სერიოზულია - ნოემბერი და ალბათ, დეკემბერიც შედარებით რთული იქნება

access_time2021-10-22 13:30:07

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასებით, საქართველოში ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო და ძალიან სერიოზულია.

როგორც მან მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მაღალი ალბათობით, ნოემბერი და ალბათ, დეკემბერიც შედარებით რთული იქნება, რადგან გრიპის შემთხვევების აღმავლობაა მოსალოდნელი.

„ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებო და ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღმავლობა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეინიშნებოდეს ნოემბრის შუა რიცხვებისკენ. რაც შეეხება ვაქცინაციის მოცვას, რა თქმა უნდა, დაბალია, თუ სხვა ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ. როგორც წესი, თავიდან უფრო მეტი ადამიანი იცრება იმიტომ, რომ მოტივირებული ადამიანები, ვინც ვაქცინას ელოდებიან, ის ხალხი თავიდან სწრაფად იცრება, მერე უფრო რთულია ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“,-განაცხადა ბუწაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება იმ ადამიანების აცრაზე დაყოლიებას, რომელიც ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია. გარდა ამისა, მისი თქმით, დღეს სერიოზული პრობლემაა ის, რომ დაწესებული რეგულაციები სათანადოდ არ სრულდება.


„ყოველთვის ვეწინააღმდეგები განსაკუთრებულად მძიმე შეზღუდვებს იმიტომ, რომ ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩვენს მოსახლეობაზე, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ არსებული შეზღუდვების აღსრულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რაც არ ხდება. ამ აღმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ფაქტობრივად აღარ ხდება იზოლაციის წესების სწორი დაცვა. კონტაქტების იზოლაცია ხშირ შემთხვევაში არ ხდება, თვით კოვიდ ინფიცირებულებიც კი თავისუფლად გადაადგილდებიან. არსებული რეგულაციები თუ სწორად დავიცავით და აღსრულებაზე ვიმუშავეთ, ესეც სრულიად საკმარისია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არსებული შეზღუდვები ნორმალურად არ სრულდება, განსაკუთრებით ეს ეხებათ კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან და გარშემო მყოფებს აინფიცირებენ“,-განაცხადა ბუწაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up