ესაა ისტორიული გადაწყვეტილებაა და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთის მხრივ, სტრასბურგის დასკვნა შერიგების პოლიტიკის ნაწილი გახდეს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ოკუპანტ სახელმწიფოზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.