აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერზე“ წერს.
მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას.
„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, - წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.
IPN.GE