მამუკა მდინარაძე - არასწორად იგებს, თუ ვინმე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარს ვამბობთ, ჩვენ ვართ სამსჯელოდ მზად, უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის ვალდებულება და არის კეთილი ნება

მამუკა მდინარაძე - არასწორად იგებს, თუ ვინმე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარს ვამბობთ, ჩვენ ვართ სამსჯელოდ მზად, უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის ვალდებულება და არის კეთილი ნება

access_time2021-11-02 16:20:00

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ მზად არის და ეს არის მათი კეთილი ნება. ამასთან, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებებში რელევანტური იქნება ფორმულირება „2024 წლის არჩევნები“ და არა „მომდევნო არჩევნები“.


მდინარაძის თქმით, მსჯელობის ფარგლებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა იქნება 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერი.


„მომდევნო და 2024 წლის არჩევნები სხვადასხვაა? თქვენი კითხვიდან როგორც ჩანს და რადგან მომდევნო და 2024 წლის არჩევნები სხვადასხვა ჰგონია ვიღაცას ან უნდა რომ ეგონოს, ან უნდა საზოგადოებას ასე დააჯეროს, შესაძლებელია, ძალიან რელევანტური იყოს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვილაპარაკოთ და არა მომდევნო არჩევნებზე, რაც მისცემს ხალხის მოტყუების შესაძლებლობას ჩვენს ოპოზიციას“, - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, კობახიძის განცხადების წაკითხვა იმგვარად, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებენ, არასწორია.



„თუ თქვენ ამბობთ, რომ კობახიძის განცხადებიდან იკითხება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას არ მივიღებთ, ეს არასწორი წაკითხვაა და მისი განცხადების არასწორი გაგება, ოპოზიცია ასე იგებს, როგორც უნდა, ისე იგებს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მართლაც არანაირი ვალდებულება არ გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არის და იქნება ჩვენი კეთილი ნება. თუ ჩვენ ამ ნებას დავაფიქსირებთ, გამოვხატავთ და აქვე გიდასტურებთ, ამისთვის მზად ვართ. მათ შორის ერთ- ერთი ძირითადი საკითხი გახლავთ ბარიერის დაწევა, ჩვენ ამაზე სამსჯელოდ მზად ვართ, არ არის ისე, როგორც ეს ვიღაცამ წაიკითხა, რომ ამაზე უარს ვამბობთ, ჩვენ ამას მივიღებთ მსჯელობის შედეგად და ეს იქნება მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგალითად 2024 წლისთვის ვიმსჯელებთ რა ბარიერი იყოს პარტიებისთვის გადასალახი. არასწორად იგებს, თუ ვინმე ამბობს, რომ ვინმემ ამაზე უარი თქვა, ჩვენ ვართ სამსჯელოდ მზად, უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის ვალდებულება და არის "ქართული ოცნების" კეთილი ნება. მსჯელობას გავაგრძელებთ და მსჯელობის ფარგლებში, ჩემი პირადი აზრია, რომ 2024 წელი არის ის ვადა, როცა ჩემი აზრით როგორც მინიმუმ, თუ შემდეგ არჩევნებზე არა, უნდა გავრცელდეს ბარიერის დაწევის საკითხი,“ - განაცხადა მდინარაძემ.


ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, ითვალისწინებს მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up