6 თვის წინ მამუკა ხაზარაძემ სხვა ბიზნესმენებთან ერთად წალენჯიხაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პირობა დადო. იმის გასარკვევად, თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, კომერსანტი პარტია ლელოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თამარ კირვალიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე დამთავრებულია ბიბლიოთეკის მოწყობის სამუშაოები, რომელიც, სავარაუდოდ, 18 აპრილს გაიხსნება.
თამარ კირვალიძის განმარტებით, მამუკა ხაზარაძეს ბიბლიოთეკის გარდა სხვა პროექტებიც აქვს დაგეგმილი, თუმცა ბევრ პრობლემას აწყდება – უარს ეუბნებიან იჯარაზე, შენობისა და მიწის მიყიდვაზე.
წალენჯიხა ერთადერთია საქართველოს 63 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან, სადაც 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.
ხაზარაძე ერთადერთი არ ყოფილია, რომელმაც წალენჯიხაში ბიზნესსაქმიანობის გააქტიურების პირობა დადო. მხოლოდ ბიზნესის გადარეგისტრირებას ქონების გადასახადის ხარჯზე, რომელიც ექვსიდან ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უნდა გაეზარდა. თუმცა, ჯერჯერობით განსაკუთრებული აქტივობა არ შეინიშნება.