მამუკა ხაზარაძე: „„ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა“

მამუკა ხაზარაძე: „„ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა“

access_time2021-09-14 14:40:00

„ბოლო დღეებში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მედიასაშუალებებით გაშუქდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ფაქტები, რომელთა ნაწილის ავთენტურობა და რეალურობა დაადასტურა რამდენმე საჯარო პირმა. ეს ფაქტები აჩენს საფუძვლიან, ეჭვს რომ შესაბამისი სახელმწოფო სტრუქტურების წარმომადგენლები მასობრივად აწარმოებენ უკანონო თვალთვალს, პირადი საუბრების მოსმენას და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებას“ – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„გავრცელებული მასალებით ირკევა, რომ უსმენენ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს და სასულიერო პირებს.


„ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ისინი აშინებენ, აშანტაჟებენ ადამიანებს და ამით სურთ ძალაუფლების განმტკიცება და ხელისუფლების შენარჩუნება.


ხელისუფლება დიდი მონდომებით ირგებდა ამ წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველის იმიჯს, პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდა და ყველა სხვას ანტიეკლესიურ ძალებად რაცხავდა. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებს - მაღალ იერარქებსა თუ ზოგადად სასულიერო პირებს უსმენს და უთვალთვალებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ისინი არამარტო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფას ახდენენ, აშანტაჟებენ და მათ დისკრედიტაციას ახდენენ, არამედ უხეშად არღვევენ კონსტიტუციას, როცა ასე ბინძურად და უკანონოდ ერევიან ეკლესიის შიდა საქმეებში და ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ.


მე, მამუკა ხაზარაძე, ვადასტურებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეუფე თეოდორესთან საუბრის შესახებ ნამდვილია. ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას. ეს ცხადად ადასტურებს იმას, რომ მაშინ ჩემი, როგორც ჯერკიდევ ბიზნესის წარმომადგენლის და მაღალი სასულიერო იერარქის საუბარს უკანონოდ ისმენდნენ.



აქედან გამომდინარე მოვითხოვ:


1. პროკურორებმა შეწყვიტონ ე.წ. ფულის გათეთრების შეთითხნილ საქმეზე ჩემი სასამართლოებში ტარება და დაუყოვნებლივ დამკითხონ დანაშაულის უტყუარ ფაქტზე - ჩემი და მეუფე თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერაზე.


2. მოვითხოვ, ბატონმა ღარიბაშვილმა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე საუბარი და საზოგადოებას უთხრას, 2012 წელს პირადად როგორ გადაიბარა უკანონო თვალთვალის მანკიერი სისტემა შსს მინისტრისა და შემდეგ პრემიერის რანგში. როგორ ხელმძღვანელობს ფარული თვალთვალისა და შანტაჟის სამარცხვინო სისტემას.


3. მოვითხოვ, ბატონმა გახარიამ შეწყვიტოს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აგვიხსნას, მისი შსს მინისტრობის დროს რის საფუძველზე და რა მიზნით გვისმენდა მე და მეუფე თეოდორეს და კიდევ ათასობით მოქალაქეს.


4. მოვითხოვ, „ოცნების“ თვითეულმა კოლეგა-პარლამენტარმა ამომრჩევლებს ჩააბარონ ანგარიში თუ როგორ მოახერხეს ქვეყნის იმავე ჭაობში ჩაძირვა, საიდანაც 2012 წელს ამოსვლას ჰპირდებოდნენ.


სწორედ იმიტომ რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი თავისუფლება; დავიცვათ მასწავლებლები და ჟურნალისტები, დავიცვათ ბიზნესი და დიპლომატიური კორპუსი, დავიცვათ სამოქალაქო საზოგადოება, დავიცვათ ეკლესია უკანონო და ბინძური ჩარევებისიგან, ჩვენ 2 ოქტომბერი უნდა ვაქციუთ ხელისუფლების ცვლილების რეფერენდუმად“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up