პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მხარი დაუჭირა პარლამენტის ორი წევრისთვის - ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 79 დეპუტატმა.
მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79 დეპუტატმა, ხოლო 2-მა პარლამენტის წევრმა ხმა აღნიშნულ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართეს მათთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.