მარიამ ლაშხი - ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის მუშაობა პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს

მარიამ ლაშხი - ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის მუშაობა პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს

access_time2022-03-28 10:00:47

კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ახლა საქართველოსთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობების პერიოდია და დასაკარგავი დრო არ არის, განსაკუთრებით ახლა, როცა დრო შემცირდა. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რათა ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებულ იყოს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, ეთანხმებიან თუ არა საქართველოს X მოწვევის პარლამენტში აშშ-ის ელჩის განცხადებას. საკითხზე მედიაჰოლდინგთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საუბრის. სწორედ მარიამ ლაშხი გვიპასუხებს კითხვაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.

 

როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ამბობს, კელი დეგნანის აზრს იზიარებს.  მარიამ ლაშხის თქმით, ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის ნაბიჯები უკვე იდგმება. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გვიყვება, ტრიოს ფარგლებში (საქართველო, უკრაინა და მოლდოვა) ომამდეც საქართველოს შესრულების ნაწილში გაცილებით უფრო მეტ რეფორმებზე უპირატესობა ჰქონდა. ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არის პოლიტიკური ნება და შემდგომ ის ტექნიკური საკითხები, რომელიც უშუალოდ თანხვედრაში უნდა იყოს.  იგი დეტალურად გვიყვება იმ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში გადაიდგა:


„ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის მომზადება მაშინ დავიწყეთ, როდესაც ვთქვით, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებდით. როგორც კი მოგვეცა შესაძლებლობა, რომ 2024 წლის მაგივრად ახლა შეგვეტანა განაცხადი, პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს მუშაობა. დღესაც ევროინტეგრაციის კომიტეტში მომხმარებლების კანონში ცვლილებებს განვიხილავდით, რასაც საკითხში არაგაცნობიერებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ქილიკი მოჰყვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზეა საუბარი და ესენი მომხმარებლების უფლებებზე საუბრობენო. ვინც საკითხი არ იცის, ასოცირებით გათვალისწინებულ დირექტივებს უნდა ჩახედოს და ნახოს, რომ ეს არის ერთ-ერთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის ჰარმონიზებაც გვჭირდება. მოსახლეობის წნეხის კუთხითაც არის გარკვეული რეფორმები, მაგრამ გაწევრიანება იოლ ფორმებს არ გულისხმობს, საკმაოდ ხისტი რეფორმებიც უნდა განხორციელდეს.

 


ასევე, საგარეო საქმეთა კომიტეტში საფრანგეთის ელჩი გვყავდა მოწვეული. მოვისმინეთ მისი ხედვა და შემდეგ უკვე დახურულ ფორმატში კონკრეტული კითხვები დავსვით თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი სხვადასხვა მიმართულებით პირველ რიგში, თავდაცვა და უსაფრთხოების ნაწილში. თვითონ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ახლანდელი პრეზიდენტი ქვეყანა, რომელსაც დიდი როლი აქვს გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენს კანდიდატობაზე მასთანაც გვაქვს უშუალო კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ ამ კონსულტაციებს დეპუტატები  ყოველდღიურად ვმართავთ. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, დღე-ღამეს ასწორებენ, რომ მზადყოფნა გვქონდეს დაგზავნილი კითხვარის შესრულების ნაწილში“, - განმარტავს მარიამ ლაშხი.

 

დეპუტატი გვიყვება, რომ შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოებასთანაც გაიმართა. როგორც ამბობს, ისმენენ იმ ხედვებსა და იდეებს, რომელიც ევროატლანტიკურ ოჯახში შესვლის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. მისი თქმით, ახლა მუშაობენ იმაზე, რომ რეფორმები გატარდეს ისე, რომ ცვლილებები მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს.

 

„ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ინტეგრაცია არის მოსახლეობის გამოხატული სურვილი, ამასთან ერთად ბევრი ვერ იაზრებს რასთან არის პროცესი დაკავშირებული. ძალიან მწირი იქნება ადამიანთა რაოდენობა, ვინც იცის, რომ მაგალითად, ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა შესახებ იყოს ევროკავშირში ჰარმონიზების ერთ-ერთი ნაწილი. ბევრი არ იცნობს ასოცირების ხელშეკრულებას, თუნდაც დღევანდელ კომიტეტის მოსმენაზე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმაც არ იცის ბევრი საკითხი. როდესაც ვამბობდით, რომ 2024 წლისთვის ვემზადებოდით, ეს გააზრებული და კონსულტაციებზე დაფუძნებული განაცხადი იყო. რა თქმა უნდა, გადავადებებიც იყო, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მოსახლეობას ტვირთად არ დასწოლოდათ. ახლა რაზეც მუშაობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოც, არის ის, თუ როგორ უნდა გატარდეს ცვლილებები ისე, რომ ძალიან დიდი წნეხი არ იყოს, ამიტომ რაღაცები იქნება ვადებში გადანაწილებული. თუმცა, ახლა მომენტუმი გვაქვს და ეს კარგი შანსია ქვეყნისთვის, ჩვენი კუთხით გვინდა მზაობა ვაჩვენოთ. ძალიან რთულია ლავირება ერთის მხრივ, სრულად გაზიარება იმ სტანდარტების და დირექტივებს შესრულების ნაწილში მეორეს მხრივ, ჩვენი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით რეფორმების ხისტად გატარების ნაწილში. ვცდილობთ, რომ ეს ორი მხარე გავიზიაროთ და რეფორმები ისე განხორციელდეს. თუნდაც ჩვენ საკომიტეტო განხილვებში კანონებთან მიმართებით მონაწილეობს როგორც კერძო, ასევე სამოქალაქო სექტორი და იმ წუხილებს, რაც არის, ვიზიარებთ და შესაბამისად ხდება ცვლილებები. კონსულტაციები გვაქვს ევროპარლამენტთან, რომელთაც ვუხსნით იმ რაციონალს, რაც დგას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პროცესში“, - ამბობს მარიამ ლაშხი.

 

მარიამ ლაშხი გვიყვება, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითით ხელმძღვანელობენ, თუ რა დრო დასჭირდათ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და შემდეგ უკვე გაწევრიანებაზე. როგორც დეპუტატი ამბობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაგალითად, სერბეთმა დაახლოებით ორ წელში მიღო, უფრო დიდი დრო დასჭირდა ჩეხეთს. თუმცა ფიქრობს, რომ  სხვადასხვა რაოდენობის კითხვარები იქნება საქართველოსთვის, სხვა მოლდოვისთვის და სხვა უკრაინისთვის.

  

„როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რა თქმა უნდა, მათ ესმოდათ, რომ იმ დირექტივებს ერთ ღამეში ვერ განვახორციელებთ. ამიტომ მიმდინარეობს რეფორმები, საგრანტო თუ სასესხო ხელშეკრულებების ხელმოწერა, რაც გეხმარება აღვასრულოთ გარკვეული ვადებით. რაღაცები შეიძლება იყოს ევროპულ ქვეყანაში, რამაც შეიძლება პირდაპირ არ იმუშაოს ჩვენთან. ამიტომ ის ცვლილებები, რომელსაც ვახორციელებთ, უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს სპეციფიკასთან ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობის მიხედვით. ამიტომ გვჭირდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა იყოს ამ პროცესში, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის წევრების, რათა მანიპულაციებს და პარტიული ინტერესით გამოწვეულ განაცხადს ძალიან დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საბოლოო სურათში. ოპტიმისტურად ნამდვილად ვარ განწყობილი და ამის საბაბს მაძლევს ის, რომ ჩვენი ხალხის ნება არის ევროპული ოჯახის წევრობა. აქედან გამომიდინარე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესსა და უსაფრთხოებას სჭირდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up