მასკის Neuralink-ს ფედერალური გამოძიება ემუქრება

მასკის Neuralink-ს ფედერალური გამოძიება ემუქრება

access_time2022-12-12 23:00:35

ტესტირებისას 1500 ცხოველის მოკვლის შემდეგ, მასკის Neuralink-ს ფედერალური გამოძიება ემუქრება, წერს The Guardian-ი.

 

 

ტვინის იმპლანტის კომპანია Neuralink-ს ბრალს ცხოველებზე განხორციელებულ ზედმეტ ტანჯვასა და სიკვდილში სდებენ. აღნიშნულია ისიც, რომ დავალება ტესტირებების დაჩქარების შესახებ ელონ მასკისგან მოდიოდა.

 

 

The Guardian-ი წერს, რომ გამოძიება აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა, პროკურორის მოთხოვნით, Neuralink-ის თანამშრომლების უკმაყოფილებისა და ჩივილის შემდეგ დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მასკის მიერ ზეწოლას განიცდიდნენ ცხოველებზე ტესტირებების დაჩქარებასთან დაკავშირებით, რამაც ბევრი წარუმატებელი შედეგი გამოიღო და მასკი მოითხოვდა და მოითხოვს, რომ ეს ექსპერიმენტები კიდევ და კიდევ განმეორდეს, რასაც უამრავი ცხოველის სიცოცხლე ეწირება.

 

მასკს და Neuralink-ის სხვა აღმასრულებლებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ არც USDA-ს გენერალური ინსპექტორის სპიკერს გაუკეთებია ამ საკითხზე კომენტარი. აშშ-ს კანონი არ აკონკრეტებს რამდენი ცხოველის გამოყენება შეუძლიათ კომპანიებს ამა თუ იმ კვლევისთვის. როგორც გამოცემა წერს, კანონმდებლობა მნიშვნელოვან თავისუფლებას აძლევენ მეცნიერებს, მათ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ როდის და როგორ გამოიყენონ ცხოველები ექსპერიმენტებში.


 

2018 წლიდან მოყოლებული ცდებისა და ტესტირებების შემდეგ კომპანიამ დაახლოებით 1500 ცხოველი შეიწირა, მათ შორის 280-ზე მეტი ცხვარი, ღორი და მაიმუნი. Neuralink-მა ასევე ჩაატარა კვლევა ვირთხებისა და თაგვების გამოყენებით, წერს The Guardian-ი.

 

შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ ელონ მასკმა სპეციალური პრეზენტაცია მოაწყო, სადაც განაცხადა, რომ მისი კომპიუტერული ტვინის ინტერფეის კომპანია Neuralink-ი ტვინის ჩიპის ადამიანის თავში იმპლანტაციას 6 თვეში დაიწყებდა. Neuralink-ი ავითარებს ტვინის ჩიპებს, რომლებსაც შეუძლიათ იმ ადამიანებსაც კი გამოუსწორონ მხედველობა, ვინც უსინათლო დაიბადა. მოწყობილობა ასევე აღადგენს სხეულის სრულ ფუნქციონირებას, მოძრაობას და ვერბალურ კომუნიკაციას, დაზიანებული ზურგის ტვინის შემთხვევაშიც. მასკმა პრეზენტაციაზე ისიც თქვა, რომ როცა შესაძლებელი იქნება ტვინის ჩიპს საკუთარ თავზე თავადაც გამოცდის.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 

 

 


თეგები:
Neuralink



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up