ილონ მასკის SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე დიდი რაკეტა და ხომალდი - Super Heavy და Starship გაუშვა. ისინი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ხუთშაბათს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რაკეტა და ხომალდი - Super Heavy და Starship - მეორე მცდელობით გაუშვა. გაშვება მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმატებული: პირველი მცდელობისგან განსხვავებით, რაკეტა გემთან ერთად კოსმოდრომიდან გაუშვეს, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ აფეთქდა. „უკონტროლო გათიშვა“ – ასე დაარქვეს Space X-ს.
გეგმის მიხედვით, Super Heavy-ის მიწაზე უნდა დაბრუნებულიყო და Starship-ი - კოსმოსში უნდა გასულიყო. თუმცა, ოთხი წუთის შემდეგ, ხომალდი ვერ განშორდა გამშვებ მანქანას, მთელი სისტემა აფეთქდა.
ავარიის მიუხედავად, Space X-მა განაცხადა, რომ საცდელ გაშვებას წარმატებულად თვლის.
თავად ილონ მასკმა თანამშრომლებს წარმატება მიულოცა და გამოაცხადა, რომ ახალი საცდელი გაშვება რამდენიმე თვეში მოხდება.
„ვულოცავ Space X-ის გუნდს შთამაგონებელი Starship-ის სატესტო გაშვებას! ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ შემდეგ საცდელ გაშვებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება", - დაწერა მასკმა Twitte-ზე.