მატეუშ მორავეცკი - ევროპა შესაძლოა, წარსულის იგივე შეცდომების მსხვერპლი გახდეს

მატეუშ მორავეცკი - ევროპა შესაძლოა, წარსულის იგივე შეცდომების მსხვერპლი გახდეს

access_time2023-03-21 22:30:12

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ევროპის მომავლის მისეულ ხედვაზე, სადაც ხაზი გაუსვა სუვერენული ერი-სახელმწიფოების როლს ევროპული ფედერაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს.


როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, არაფერი დაიცავს ერების თავისუფლებას, მათ კულტურას, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას უკეთ, ვიდრე ერი-სახელმწიფოები.


მისი თქმით, „სხვა სისტემები ილუზორული ან უტოპიურია“. მორავეცკი ამბობს, რომ ევროპის ერი-სახელმწიფოების ალტერნატივა იქნება „ნეოიმპერიალიზმი, ან ტექნოკრატიული უტოპია, რომელსაც ზოგიერთი ბრიუსელში წარმოიდგენს“.


როგორც გამოცემა წერს, მორავეცკის გამოსვლა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, ბმაშია ევროკავშირის სხვა ლიდერების ბოლოდროინდელ გამოსვლებთან, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლა 2017 წელს, სორბონაში თავის გეგმებზე ევროკავშირთან დაკავშირებით და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ 2022 წლის აგვისტოში პრაღაში გაკეთებული განცხადება, სადაც შოლცის თქმით, ევროკავშირის ხელშეკრულებები „დაბეტონებული“ არ არის და ევროკავშირის გაფართოება რეფორმებთან ერთად უნდა მოხდეს.



როგორც გამოცემა წერს, გერმანია ემხრობა საგარეო საქმეთა და საგადასახადო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღების გაუქმებას, რაც ერთგვარი პირობაც კი გახდა ახალი წევრების მიღებაზე თანხმობისთვის, თუმცა წინააღმდეგობას აწყდება პოლონეთის მხრიდან.


„ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები სხვებზე დომინირებას თუ შეეცდებიან, ევროპა შესაძლოა, წარსულის იგივე შეცდომების მსხვერპლი გახდეს“, – გააფრთხილა მორავეცკიმ ჰაიდელბერგში და თქვა, რომ მისი „პროევროპულობა“ გამოხატული იქნება ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერაში და არა მის შემდგომ ცენტრალიზაციაში.


როგორც გამოცემა წერს, სიტყვით გამოსვლისას მორავეცკიმ ასევე მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ის უჩივლებს პოლონეთს საკონსტიტუციო ტრიბუნალის ორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც, კომისიის თქმით, ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის სამართლის პრინციპის უპირატესობას.


„სხვების გამათრახება „ევროპული ფასეულობების“ მათრახით იმის გამორკვევის გარეშე, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს კონკრეტული ქვეყნების მიერ, თვითდესტრუქციულია ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მორავეცკიმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up