კვების მრეწველობის დასავლურ გიგანტებზე McDonald's და Coca-Cola წნეხი იზრდება. მათ რუსეთის ბაზრიდან გასვლისკენ მოუწოდებენ, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო.
კორპორაციებს პარტნიორები მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ბაზარი, ხოლო კლიენტებმა ორგანიზება გაუციეს კამპანიას მათი პროდუქციის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, წერს BBC.
თეგები #Boycottmcdonalds და #BoycottCocaCola ორშაბათს საღამოდან ყველაზე ტრენდული იყო Twitter–ზე.
ანალოგიური მოწოდებები ისმის სხვა კომპანიების მისამართითაც, რომლებიც დღემდე აგრძელებენ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას. მათ შორის არიან KFC, Pepsi, Starbucks და Burger King.
მანამდე სააგენტო Reuters წერდა, რომ ნიუ–იორკის შტატის საპენსიო ფონდის კონტროლიორი თომას დინაპოლი კომპანიებს მოუწოდებდა, გადახედონ თავის ბიზნესს რუსეთში, რადგან ისინი „რეპუტაციული რისკების“ წინაშე დგანან.
ამის შემდეგ BBC შეეცადა კომპანიების პოზიციების გარკვევას რუსეთის ბაზართან დაკავშირებით, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღო.
KFC–ს ქსელი რუსეთში 1000 რესტორანს ითვლის, ხოლო McDonald's 847 ობიექტით ოპერირებს.