საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ცესკოსთან აქციაზე მივიდა. როგორც მან ფორმულას განუცხადა, აქციაზე შვილების მომავალს იცავს.
მე ვიცავ ჩემი შვილების მომავალს, რომ მათ იცხოვრონ თანამედროვე დემოკრატიულ საქართველოში, მიეცეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ჩემმა თაობამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა თავის დროზე და მე არ მინდა, რომ ჩემი თაობის შეცდომების გამოსწორება ჩემს შვილებს დასჭირდეთ, — განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ცესკოსთან სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. გაურკვეველია, რატომ გამოიყენა შსს-მ აქციის დაშლის ეს ფორმა.
ონ.ჯი