მზის პანელების გასაუმჯობესებლად მეცნიერებმა პეროვსკიტისა და სილიკატის (სილიციუმის) გაერთიანება გადაწყვიტეს.
Helmholtz Zentrum Berlin-ში (HZB) მომუშავე მკვლევრებმა მზის პანელების წარმოებაში გამოყენებული მასალების დახვეწა შეძლეს და ამით ბატარეების ეფექტურობა 32%-ით გაზარდეს, წერს newatlas.com.
პეროვსიტმა და სილიციუმმა მოწყობილობების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. ახალი ფორმულა და დიზაინი სინათლის უფრო საფუძვლიან შეგროვებას უწყობს ხელს და, ამავდროულად, დანაკარგებს ამცირებს. გაუმჯობესებულმა ინტერფეისმა ბატარეების ეფექტურობა 32,5%-მდე გაზარდა.
განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის მონაცემებით, HZB ჯგუფის მიერ ნაჩვენები შედეგი დღემდე ყველაზე მაღალია. გამოცემა იხსენებს, რომ ადრე ამავე გუნდმა მზის პანელების გაუმჯობესების 30%-იანი ზრდა აჩვენა.