„მედეგი სახელმწიფო-მედეგი საზოგადოება: რა ვისწავლეთ?“  -  საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო რუმსში

„მედეგი სახელმწიფო-მედეგი საზოგადოება: რა ვისწავლეთ?“ - საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო რუმსში

access_time2022-02-03 12:15:55

უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის საფრთხემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გარემოება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და არსებულ გამოწვევებთან ეფექტური გამკლავება სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების და საზოგადოების მედეგობის მაღალ ხარისხზე. აღნიშნული პირდაპირ გულისხმობს საგანგებო ვითარებების (ბუნებრივი თუ ტექნოგენური) და მათ შორის საომარი ვითარების პირობებში მართვის ეფექტური მექანიზმების არსებობას მიღებული ზიანის მინიმიზაციისთვის და საბოლოო ჯამში, ნორმალური ვითარების დაბრუნებისთვის.



მედეგობის პრინციპი ამასთან ერთად მოითხოვს ადაპტაციის და მიღებული გამოცდილების შესწავლის, გაანალიზების და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკისა თუ პრაქტიკულ განზომილებებში. ამ აუცილებლობაზე ასევე ამახვილებს ყურადღებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (NATO) დამფუძნებელი ქარტიის მესამე მუხლში და 2014 წლიდან გაჟღერებულ შვიდ ძირითად მოთხოვნილებების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ არის გატარებული ძირითადი იდეა, რომ ვერც სამხედრო და ვერც სამოქალაქო მზაობა ვერ იქნება გარანტირებული, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი ერთიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეაგირების მაღალი ხარისხი. 



აღნიშნულის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გლობალური მასშტაბით ანტიდემოკრატიულმა და ტოტალიტარულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევა დემოკრატიულ სახელმწიფოებზე, მათ ინსტიტუტებზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე და საზოგადოების შიდა ერთიანობაზე. სახიფათო ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება თუ მას დასაწყისშივე არ გაეცემა საკადრისი პასუხი პოლიტიკის ყველა დონეზე. 



შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლატფორმის კონფერენცია (UGSP-Conference 2022) “მედეგი სახელმწიფო-მედეგი საზოგადოება: რა ვისწავლეთ?“ მიზნად ისახავს მედეგობის პრინციპებისა და მექანიზმების გაანალიზებას სხვადასხვა განზომილებაში (სამხედრო, საინფორმაციო-ჰიბრიდული და საზოგადოებრივი) და მიღებული დასკვნების გაზიარებას აღნიშნული პრინციპების/მექანიზმების წარმატებულ ან წარუმატებელ განხორციელებაზე სხვადასხვა მაგალითების საფუძველზე. კონფერენცია დაყოფილია სამ პანელად:




პანელი-1 ( მედეგობა - სამხედრო/უსაფრთხოების განზომილება)


პანელი - 2 (მედეგობა - საინფორმაციო/ჰიბრიდულო განზომილება)


პანელი - 3 (მედეგობა - საზოგადოებრივი განზომილება)



კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აკადემიური და ანალიტიკური სფეროს უმაღლესი რანგის სპეციალისტები და ასევე პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები (მაგ. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი დოქტორი კარლ-ჰაინც კამპი, გენერალი ბენ ჯოჯესი, დოქტორი გუსტავ გრესელი, მკვლევარი ნაძია კოვალჩიკოვა, დოქტორი ჯემს დერლეთი, დოქტორი სერიკ ბეიმენბეტოვი, გენერალი ფლორეან კოლდეა და აშ.)




კონფერენცია, რომელიც სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს, 17:00 საათზე დაიხურება. კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს და მასზე თვალის მიდევნება იქნება შესაძლებელი ონლაინ პლატფორმების, Facebook, Twitter, LinkedIn და http://ugsp.ug.edu.ge/ საშუალებით. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up