მესამე ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარ ქვეყანებში ლიეტუვის დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღონ

მესამე ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარ ქვეყანებში ლიეტუვის დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღონ

access_time2022-12-14 21:00:23

მომავალი წლის დასაწყისიდან ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტი მესამე ქვეყნებში დაიწყებს დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემას პროვაიდერის მეშვეობით, - ამის შესახებ ლიეტუვის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.


ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ამისთვის შეირჩა VFS Global-ი, რომელიც მსოფლიოში აუთსორსინგის სერვისისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი კომპანიაა და მსგავს მომსახურებას მრავალი ქვეყნის მთავრობებსა და დიპლომატიურ მისიებს უწევს.
უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ დროებითი ბინადრობის ნებართვა ლიეტუვაში 2023 წლიდან, განაცხადების მიღება 2 იანვრიდან გაიხსნება 34 ქვეყანაში, სადაც კომპანიის ოფისები იმუშავებს.


„გარე სერვისის მიმწოდებელი უფლებამოსილია მიაწოდოს კლიენტებს ინფორმაცია დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურის შესახებ, მიიღოს განაცხადები და სავალდებულო დოკუმენტები, შეაგროვოს პერსონალური და ბიომეტრიული მონაცემები და გადასცეს ისინი მიგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტებს. ყველა შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის ან არ გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ მიგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტები. განცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას დასჭირდება 1-დან 3 თვემდე“, - აცხადებენ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში.

გარდა ამისა, VFS Global-ს მოეთხოვება ლიეტუვის სახელმწიფო გადასახადის გადახდა მომსახურებისთვის. დროებითი ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის მიღებაში, შემოწმებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და დოკუმენტების გაცემაში, როგორც წესი, 120 ევროს იხდიან.


„მას შემდეგ რაც მიგრაციის დეპარტამენტის სპეციალისტები მიიღებენ გადაწყვეტილებას ლიეტუვაში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, გაცემული ბარათი საზღვარგარეთ გაიგზავნება. ამრიგად, უცხოელი ლიეტუვაში უკვე მოქმედი ბინადრობის ნებართვით ჩავა და მას დამატებითი ვიზის აღება არ დასჭირდება. 2 იანვრამდე დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ლიეტუვაში კანონიერი ჩასვლისა და მიგრაციის დეპარტამენტის მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტში შეხვედრის შემდეგ. თუ უცხოელს აქვს ვიზა, რომელიც იძლევა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას, ან იყენებს უვიზო რეჟიმს, მას შეეძლება აიღოს უკვე გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათი ლიეტუვაში“, - განმარტავენ მიგრაციის დეპარტამენტში.


უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ 2023 წლის 2 იანვრიდან „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებების განხილვის დრო 1 თვით მცირდება. ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება მიმართოს VFS Global-ის ოფისებს, იმისდა მიუხედავად, ცხოვრობენ თუ არა ისინი ქვეყანაში, სადაც ასეთი მომსახურების გაწევა ხდება.


1 იანვრიდან ეროვნული ვიზების გაცემის პროცედურა არ იცვლება. მათ მისაღებად, თქვენ კვლავ უნდა მიმართოთ გარე სერვისის პროვაიდერს, რომელიც შერჩეულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს პროცედურა ძალაში იქნება 2023 წლის 1 ივლისამდე.


ქვეყნები, სადაც VFS Global-ს ოფისები აქვს: ალბანეთი, არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბრაზილია, კანადა, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, იორდანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლიბია, მალაიზია, მოლდოვა, ნეპალი, ახალი ზელანდია, ფილიპინები, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, შრი-ლანკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, უზბეკეთი, ვენესუელა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up