Meta-მ თანამშრომელი „უარყოფით ტესტირებაში“ მონაწილეობაზე უარის გამო გაათავისუფლა

Meta-მ თანამშრომელი „უარყოფით ტესტირებაში“ მონაწილეობაზე უარის გამო გაათავისუფლა

access_time2023-01-31 17:30:01

ამერიკული კომპანია Meta-ს ყოფილი თანამშრომლის თქმით, ის სამსახურიდან იმ ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს, რომელიც Meta-ს მოხმარების გამოცდილებას აუარესებდა. ჯორჯ ჰეივორდმა სიმართლის დასადგენად სასამართლოს უკვე მიმართა.

 

 

 

ჰეივორდი კომპანიაში 2019-2022 წლებში მუშაობდა. ის იკვლევდა Meta აპლიკაციის ფუნქციების გავლენას იმ მოწყობილობების მუშაობაზე, რომლებსაც მომხმარებლები იყენებდნენ.

 

 

 

ჰეივორდის თქმით, ეს  ტესტირებები მომხმარებლის გამოცდილების მიზანმიმართული გაუარესებაა, რის შემდეგაც ანალიტიკოსები ანგარიშის მფლობელის ქცევას აკვირდებიან. მაგალითად, დეველოპერებს შეუძლიათ „აიძულონ“ Facebook  უფრო ნელა იმუშაოს, ნელა ატვირთოს ფოტო და ვიდეომასალა და ნელა გახსნას ბმულები. ამის მეშვეობით მკვლევრები აკვირდებიან მაგალითად, ლოდინის დროის ზრდასა და მომხმარებლის აქტივობას.


 

 

 

Meta, არხის მუშაობის შესამოწმებლად, ასევე სხვადასხვა მოწყობილობების მგრძნობელობისა და სურათის ატვირთვის დროის განსასაზღვრად, წლების განმავლობაში იყენებს „უარყოფით ტესტირებას“. მაგრამ ჰეივორდმა თქვა, რომ ასეთი ექსპერიმენტები არა მხოლოდ აუარესებს ათასობით მომხმარებლის Meta-სადმი დამოკიდებულებას, არამედ სმარტფონებისა და ტაბლეტების ბატარეებს უფრო სწრაფად ცლის.

 

 

 

მისი თქმით, კომპანია ადამიანების მობილურ მოწყობილობებს მათი თანხმობის გარეშე იყენებს. ჰეივორდი ასევე გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ბატარეის სწრაფი დაცლის გამო მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახებაც არ შეუძლია.

 

 

 

სწორედ ამ „უარყოფით ტესტებზე“ უარის თქმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან ჰეივორდი. რის შემდეგაც მან სიმართლის სასამართლოს გზით დადგენა გადაწყვიტა.

 

 

თეგები:
Meta



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up