მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ დადგენილი ხარვეზები გამოსწორებულია.
„ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.