„მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში ასახულია ევროკავშირის დირექტივები“- თამარ ტყეშელაშვილი

„მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში ასახულია ევროკავშირის დირექტივები“- თამარ ტყეშელაშვილი

access_time2022-11-17 23:45:55

იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის „მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ „მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში ასახულია ევროკავშირის დირექტივები და მრავალი საკითხი ახლებურადაა დარეგულირებული.

 

„საჯარო რეესტრში სამეწარმეო საკითხების რეგისტრაციის მიმართულებით ამ ახალ ნორმებზე მორგებული ერთგვაროვანი პრაქტიკა ყალიბდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს ახალი კანონის ნორმების ჯეროვნად აღსრულებაში.

 

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმე სუბიექტებისთვის ახალი კანონით განსაზღვრული მომსახურება დანერგა; შემუშავდა და დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომლებიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის და ამარტივებს სარეგისტრაციო პროცესს; შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო დოკუმენტები, აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

 


იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ 2 წლის განმავლობაში საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

 

„გავაცანით მეწარმეებს სტატისტიკაც და ვთხოვეთ მეტი აქტიურობა ხელახალი რეგისტრაციის დროულად განხორციელების მიზნით. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი, თავის მხრივ, აქვს სრული მზაობა როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და ხელი შეუწყოს ბიზნესს სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელებაში, განმარტა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up